როგორი იქნება მომავლის სამზარეულო

როგორი იქნება მომავლის სამზარეულო

კვლევითი ორგანიზაცია The Future Laboratory-ს წარმომადგენლებმა კომპანია IKEA-ს ბრიტანული განყოფილების დაკვეთით სამზარეულოს 2040 წლის მოდელის კონცეპტზე იმუშავეს და ის სამ ვარიანტად (Intuitiv, Elementara და Skarp) წარმოადგინეს. კვლევას წინ ბრიტანელთა შორის სპეციალური გამოკითხვის ჩატარება უსწრებდა. გამოკითხულთა უმრავლესობა სამზარეულოს აღჭურვილობის ტექნოლოგიური განახლების სურვილს გამოთქვამდა.

IKEA-ში მომავლის სამზარეულოს მეტ-ნაკლებად მისადაგებულ ვარიანტად კონცეპტი Intuitiv მიიჩნიეს. მის სენსორებს სამზარეულოში მოფუსფუსე ადამიანის აზრების "წაკითხვა" შეუძლიათ. 

Intuitiv-ის მაცივარი მეპატრონეს სადილის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, ხოლო ჰოლოგრაფიული პროექცია მზარეულს ახალ რეცეპტებს კარნახობს და კერძების მომზადებაში ეხმარება. ამასთან, ახალი სამზარეულოს მეშვეობით მრავალი კერძის მომზადება ავტომატურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

Elementara-ის მთავარი განმასხვავებელი თვისება, მისი ენერგოეკონომიურობაა. ზოგიერთი პროდუქტის მოყვანა სამზარეულოშივე იქნება გათვალისწინებული. ამ კონცეპტში უდიდესი ყურადღება ეთმობა ნარჩენების გადამუშავებასაც. 

Skarp-ის ვარიანტი ყველაზე მაღალტექნოლოგიურია. ამ ტიპის სამზარეულოში ყველა ინვენტარი ერთმანეთთან სინქრონიზებულია და შეიძლება ითქვას, მას კერძების მომზადებაში ადამიანის დახმარება სრულებითაც არ სჭირდება. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო დალაგება-დასუფთავებასა თუ ჭურჭლის დარეცხვაზეც თავად ზრუნავს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)