ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Verdana თვალისთვის ყველაზე უსაფრთხო შრიფტია

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Verdana თვალისთვის ყველაზე უსაფრთხო შრიფტია

აშშ-ის მხედველობითი ერგონომიკის ლაბორატორიის სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შრიფტი Verdana ადამიანის მხედველობისთვის ყველაზე უსაფრთხოა. ამასთან, კითხვის დროს შრიფტის ოპტიმალური ზომა 10-12 კეგლია.

შრიფტი Verdana 1996 წელს, მხატვარმა მეთიუ კარტერმა კორპორაცია Microsoft-ისთვის შექმნა. მის ასოებს "წანაზარდები" არ აქვს, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ის, სხვებთან შედარებით, პატარა კეგლის შემთხვევაშიც კი კარგად იკითხება.

კვლევის ხელმძღვანელის ჯიმ შიდის თქმით, თუკი შრიფტი ზღვრულზე ნაკლებია, ტექსტის წასაკითხად მხედველობის დაძაბვა ხდება საჭირო, რაც თავის მხრივ მხედველობის გაუარესებასა და ყურადღების გაფანტვას იწვევს.

ის, რომ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა მხედველობას ვნებს, ახალი არაა. მედიკოსები უკვე საუბრობენ ახალ დიაგნოზზე, რომელსაც კომპიუტერული მხედველობის სინდრომი ჰქვია.

მომზადებულია techeye.net-ის მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი