Apple სექტემბერში iTV-ს უშვებს, რომელიც კაბელურ და თანამგზავრულ ტელევიზიას მოსპობს

Apple სექტემბერში iTV-ს უშვებს, რომელიც კაბელურ და თანამგზავრულ ტელევიზიას მოსპობს

ცნობილი პორტალის Digg-ის დამაარსებელმა კევინ როუზმა კომპანია Apple-ის მომავალ მედიაპლეერ iTV-ზე ახალი ცნობები გამოამზეურა. მისი თქმით, ტექნიკა ამერიკის ბაზარზე სექტემბრიდან გამოჩნდება და 99 დოლარი ეღირება.

ექსპერტის აზრით, iTV-ის გამოჩენისთანავე "ყველაფერი შეიცვლება". ბოლოს და ბოლოს მოისპობა კაბელური და თანამგზავრული ტელევიზიის სისტემები, რადგანაც ყველაფერი, რაც მომხმარებელს სჭირდება, გლობალურ ქსელში იქნება ჩართული.

როუზის თქმით, iTV ოპერაციულ სისტემა iOS-ზე იმუშავებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ბმულები ტელევიზორის ეკრანზე დააყენოს. ბმული სპეციალურად iTV-ისთვის შეიქმნება და მისი გავრცელება App Store-ით მოხდება. ყოველივე ამით კი მომხმარებლისთვის ვიდეომასალის მისაწოდებლად სრულიად ახალი საშუალება გაჩნდება.

სიახლის მეშვეობით კონტენტ-პროვაიდერები თავიანთ სერიალებსა და გადაცემებს პირდაპირი წესით გაავრცელებენ და შუამავლებად კაბელური და თანამგზავრული ტელევიზიების გამოყენება აღარ დასჭირდებათ. სარეკლამო ქსელი iAd კი მათ საშუალებას მისცემს, პროგრამების მონეტიზაცია განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ დისტანციური მართვის პულტის როლში iPad-ის პლანშეტი მოგვევლინება. მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება ვიდეოს რედაქტირება, თამაშების წარმართვა, ჩვეულებრივი სატელევიზიო გადაცემების ინტერაქტიულად გადაკეთება. წარმოიდგინეთ: უყურებთ ფეხბურთის მატჩს, iPad-ის დისპლეიზე კი მოედნის სხვა მონაკვეთზე მომართული კამერის გადმოცემული გამოსახულება გამოგაქვთ.

და ბოლოს, როუზის თქმით, iTV კონტენტის გაცვლის ფუნქციასაც შეითავსებს. მაგალითად, მომხმარებელს მასზე ახალი ფოტოსურათების ატვირთვის შესაძლებლობა ექნება, მის მეგობრებს კი მათი დათვალიერება ტელევიზორის ეკრანზე, კომპიუტერის ჩართვის გარეშეც შეეძლებათ.

Apple-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა უკვე განაცხადა, რომ ტელევიზორის სიახლოვეს განთავსებული აპარატები, რომლებიც მას კაბელით უკავშირდება, გასულ საუკუნეს მიეკუთვნება, რადგან დროა მისაერთებელი TV-ტექნიკა უკაბელო იყოს და მუჭში ეტეოდეს.

მომზადებულია ferra.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)