Dr.Web Android მობილურ აპარატურას კიბერშეტევისგან დაიცავს

Dr.Web Android მობილურ აპარატურას კიბერშეტევისგან დაიცავს

კომპანია "დოქტორ ვები" მობილური აპარატების დამცავი ახალი პროდუქტის გამოშვების შესახებ იუწყება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, Dr.Web Android მომხმარებლებს აპარატურის, მათ შორის მობილურის, კიბერსაფრთხისგან დაცვის გარანტიას აძლევს.

ერთი თვეა, რაც Dr.Web Android ბეტა-ტესტირებას გადის. ამ ხნის მანძილზე პროგრამა 130 ათასჯერ გადმოქაჩეს. კომპანიიის სპეციალისტთა აზრით, ეს არა მხოლოდ პროდუქტისადმი მომხმარებლის დიდ ინტერესზე, არამედ ამ პლატფორმის უსაფრთხოების პრობლემის აქტუალობაზეც მიუთითებს.

სულ ახლახან, დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში, ერთბაშად რამდენიმე ახალი მავნე პროგრამა გამოჩნდა. მათ შორისაა Android.MobileSpy-ისა და Android.SmsSend-ის ოჯახის ჯაშუშების რამდენიმე მოდიფიკაცია, რომლებიც მომხმარებლის დასტურის გარეშე ფასიან sms-შეტყობინებას გზავნის.

ახალი პროდუქტი მობილური აპარატურის ფაილების მთლიან სისტემას, მათ შორის "დახურულ" სივრცესაც ასკანირებს, რომელშიც მომხმარებლის ბმულებია განთავსებული. აღმოჩენის შემთხვევაში Dr.Web Android მავნე ობიექტებს კარანტინში განათავსებს. ანტივირუსი ასევე ავტომატურად ამოწმებს მობილური აპარატის მეხსიერებაში დაყენებულ თითოეულ პროგრამას და SD-ბარათზე არსებულ ფაილს.

მომზადებულია cnews.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)