Microsoft Windows Phone 7-ის მომხმარებლებს ახალ სათამაშო შესაძლებლობებს ჰპირდება

Microsoft Windows Phone 7-ის მომხმარებლებს ახალ სათამაშო შესაძლებლობებს ჰპირდება

იმ მომხმარებლებს, ვისი სმარტფონიც სისტემა Windows Phone 7-ით იმუშავებს, მრავალწევრიან ქსელურ თამაშებში ჩართვა შეეძლებათ. კომუნიკატორები და კონსოლები ერთმანეთთან კონტაქტს რეალურ დროში, უკაბელო კავშირით, Wi-Fi-ით განახორციელებენ.

Windows Phone 7-ის შესაძლებლობები Microsoft-ის წარმომადგენელმა გრეგ მილიგანმა გაახმოვანა. ახალი ოპერაციული სისტემით აღჭურვილი გაჯეტების მფლობელები საკუთარი ავატარების დათვალიერებასა და რედაქტირებას ტელეფონითვე შეძლებენ. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში მომხმარებლებს მრავალწევრიან ჩატში ჩართვის საშუალებაც მიეცეთ.

სმარტფონები Windows Phone 7-ის უზრუნველყოფით ევროპაში ოქტომბრიდან გამოჩნდება. ცნობილია, რომ ანალოგიურ კომუნიკატორებს კომპანიები Dell, LG Electronics და HTC ამზადებენ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)