Microsoft-მა BlackBerry და iPhone გაასვენა

Microsoft-მა BlackBerry და iPhone გაასვენა

კორპორაცია Microsoft-ის თანამშრომლებმა რედმონდში BlackBerry-ისა და iPhone-ის დაკრძალვის სიმბოლური ცერემონიალი გამართეს. სამგლოვიაროდ შემოსილი ადამიანებისგან შემდგარი პროცესია ამ აპარატების დიდ მაკეტებს მიასვენებდა. სამგლოვიარო სვლაში კატაფალკებიც მონაწილეობდნენ.

სოფთგიგანტმა ამ უცნაური საშუალებით თავისი ახალი, მობილურის ოპერაციულ სისტემა Windows Phone 7-ზე მუშაობის დასრულება აღნიშნა. მისი პრეზენტაცია 11 ოქტომბერს იგეგმება, ახალ პლატფორმაზე პირველი კომუნიკატორები კი ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება.

რედმონდში გამართული წარმოდგენა იმას მიანიშნებს, რომ ოპერაციული სისტემა Windows Phone 7-ით აღჭურვილი ახალი აპარატების გამოსვლა BlackBerry-სა და iPhone-ს იმქვეყნად გაისტუმრებს.

"მაიკროსოფტი" თავის ახალ პლატფორმაზე დიდ იმედებს ამყარებს და ვარაუდობს, რომ ამჟამად პოპულარულ BlackBerry OS, iOS და Android სესტემებს მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს.

მომზადებულია neowin.net-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)