კომპანია Microsoft-მა Explorer-ის ახალი ბრაუზერის ბეტა-ვერსია წარმოადგინა

კომპანია Microsoft-მა Explorer-ის ახალი ბრაუზერის ბეტა-ვერსია წარმოადგინა

კომპანია Microsoft-მა თავის ინტერნეტ-ბრაუზერის ახალი ვერსია - Internet Explorer 9 წარმოადგინა და იმედოვნებს, რომ მისი მეშვეობით ბაზრის ამ, სულ უფრო კონკურენტულ სეგმენტზე, წამყვანი პოზიციების შენარჩუნებას შეძლებს.

თუკი 2003 წელს მსოფლიო ქსელის მომხამრებელთა 97% უპირატესობას Microsoft-ის პროგრამას ანიჭებდა, დღეისთვის ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს. ახალ Internet Explorer 9-ს მეტოქეობა საკმაოდ პოპულარულ Mozilla Firefox-სა და Google Chrome-თან მოუწევს.

განახლებული ბრაუზერის გადმოქაჩვა საიტ BeautyOfTheWeb.com-იდან შეიძლება და ის 33 ენობრივი ვერსიითაა წარმოდგენილი. ახალ Internet Explorer-ში მნიშვნელოვნად შეცვლილია ინტერფეისი. ბრაუზერი აპარატულ ამაჩქარებელს მოიხმარს, რაც HTML5-გვერდებზე მუშაობასაც უზრუნველყოფს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)