რუსული კომპანია Orbital Technologies ორბიტაზე სასტუმროს ააგებს

რუსული კომპანია Orbital Technologies ორბიტაზე სასტუმროს ააგებს

რუსული კომპანია Orbital Technologies სარაკეტო-კოსმოსურ კომპანია "ენერგიასთან" ერთად დედამიწის ორბიტაზე კომერციული კოსმოსური სადგურის (CSS) პროექტის განხორციელებას აპირებს.

პროექტის თანახმად, უკვე 2015 წლის ბოლოს რაკეტმზიდი "სოუზი" კოსმოსური სასტუმროს პირველ მოდულს ორბიტაზე გაუშვებს.

კომპანია Orbital Technologies-ის წარმომადგენელთა ცნობით, 20 კუბ/მეტრი მოცულობის კოსმოსური სასტუმრო, რომელსაც ოთხი კაიუტა ექნება, ერთბაშად 7 ადამიანისთვის იქნება განსაზღვრული. სასტუმრომდე ტურისტების მგზავრობა კოსმოსური ხომალდით "სოიუზით" განხორციელდება, ხოლო პროდუქტების ტრანპორტირება სატვირთო ხომალდით "პროგრესით" მოხდება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)