საფრანგეთი ელექტროხომალდს შექმნის

საფრანგეთი ელექტროხომალდს შექმნის

ფრანგული ხომალდის მწარმოებელი კომპანია DCNS ახალი საბრძოლო ელექტროხომალდის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ Mer Et Marine- იუწყება. ხომალდს Advansea-ი ერქმევა. უცნობია, როდის გამოცდის კომპანია DCNS -ი ახალ საბრძოლო ხომალდს.

ხომალდს 120 მეტრი სიგრძე და 4 ათასი ტონა წყალწყვა ექნება. მას სიჩქარის განვითარება 28 კვანძამდე შეეძლება. გემი 20 მეგავატიანი გენერატორით იქნება აღჭურვილი. ახალ საბრძოლო ხომალდს უპილოტო საფრენი აპარატისთვის 2 დასაჯდომი მოედანი ექნება. ამგვარი საბრძოლო ხომალდის შექმნა 15 წლის მერე იქნება შესაძლებელი.

კომპანია DCNS-ს მონაცემებით, ხომალდის შექმნისთვის აუცილებელია ”3 ტექნოლოგიური წინსვლა” მოხდეს. პირველ ყოვლისა, ძრავა ზეგამტარი ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა შეიქმნას, რაც მის სიძლიერეს 50 %-ით გაზრდის, ხოლო მის ზომას შეამცირებს.

გარდა ამისა, აუცილებელია შეიქმნას ენერგიის დაგროვების ტევადი სისტემა, რომელიც ძრავას ენერგიით გამოკვებავს და ბოლოს, ხომალდისთვის აუცილებელია მართვის სისტემა ელექტროენერგიის უწყვეტი ნაკადით.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)