იაპონია განვითარებადი ქვეყნებისთვის იაფი თანამგზავრის შექმნას აპირებს

იაპონია განვითარებადი ქვეყნებისთვის იაფი თანამგზავრის შექმნას აპირებს

იაპონია განვითარებადი ქვეყნებისთვის იაფი ხელოვნური თანამგზავრის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ Agence France-Presse-ი წერს. მოსალოდნელია, რომ აპარატით ეგვიპტე, ბრაზილია, ინდონეზია და ტაილანდი დაინტერესდებიან.

თანამგზავრის დახმარებით შესაძლებელი იქნება წყალდიდობებზე დაკვირვება, ცეცხლმოკიდებული ტყის გადარჩენა და რუკების შედგენა.   

აპარატის ღირებულება ევროპასა და აშშ-ში დამზადებული ანალოგებისგან განსხვავებით 5-ჯერ ნაკლები იქნება. იაპონიის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აპარატი დაახლოებით 120 მლნ დოლარი ეღირება.

თანამგზავრის დამზადებაში კომპანია "NEC"-ი მიიღებს მონაწილეობას.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)