"Intel"-ი ზეძლიერ პროცესორს იანვარში წარმოადგენს

"Intel"-ი ზეძლიერ პროცესორს იანვარში წარმოადგენს

ახალი ჩიპები, რომლებიც Core-ს პროცესორებზე იმუშავებს, თავის თავში ცენტრალურ პროცესორსა და ვიდეოს გააერთიანებს.

კორპორაცია "Intel"-მა განაცხადა, რომ 5 იანვარს პროცესორების ახალი თაობის პრეზენტაციას გეგმავს. პროცესორები Sandy Bridge -ს არქიტექტურულ ბაზაზე შეიქმნება. რა ერქმევა თავად პროცესორს, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოა, რომ სიახლის პრეზენტაცია ტექნოლოგიური გამოფენის ფარგლებში მოხდება. ტექნოლოგიური გამოფენა, ტრადიციულად, ახალი წლის შემდეგ ლას-ვეგასში ეწყობა ხოლმე.

თავისი წინამორბედებისგან პროცესორი მომცრო სტრუქტურით გამოირჩევა (45 ნანომეტრიანი ტექნოლოგიური პროცესორის ნაცვლად, სპეციალისტები 32 ნანომეტრიან პროცესორს გამოიყენებენ), ასევე პროცესორი ერთ კორპუსში გააერთიანებს როგორც ძირითად, ასევე გრაფიკულ ჩიპს. ეს "გაყვანილობას" და ელექტროენერგიის მოხმარებას შეამცირებს.

სიახლის გამოყენებას გეგმავენ როგორც პერსონალურ, ასევე პორტატულ კომპიუტერებში.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)