დედამიწაზე პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი დაბრუნდა

დედამიწაზე პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი დაბრუნდა

კომპანია SpaceX-ის კერძო კოსმოსური ხომალდი Dragon-ი, რომელიც 8 დეკემბერს პირველი კერძო რეისით ორბიტაზე გაემგზავრა, ატმოსფეროში დაბრუნდა და წყნარ ოკეანეში ჩაეშვა.

ფრენის ბოლო ფაზამ და დედამიწაზე დაშვებამ გეგმის შესაბამისად ჩაიარა. ”მისია წარმატებით დასრულდა”, - აცხადებს NASA სოციალურ ქსელ Twitter-ში საკუთარ მიკრობლოგში.

კოსმოსურ ხომალდ Dragon-თან ერთად რაკეტამზიდი Falcon 9 კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოდრომიდან 8 დეკემბერს, გრინვიჩის დროით 15:43 საათზე აფრინდა. ხომალდი ორბიტაზე გავიდა, დედამიწას ორჯერ შემოუარა და შემდეგ დაშვება დაიწყო.

სახელმწიფო კოსმოსურ სააგენტოებს თუ არ ჩავთვლით, SpaceX პირველი კომპანიაა, რომელმაც კოსმოსში მოგზაურობისთვის გათვალისწინებული კერძო კოსმოსური ხომალდი გაუშვა და წარმატებით დააბრუნა.

ამჯერად Dragon-მა დედამიწას მგზავრების გარეშე შემოუარა, მაგრამ ხომალდზე 7 ადამიანისა და ტვირთისთვის განკუთვნილი ადგილია.

Video

დედამიწაზე პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი დაბრუნდა

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)