ცუკერბერგი გავრცელებულ ხმებს უარყოფს

ცუკერბერგი გავრცელებულ ხმებს უარყოფს

"არსად წასვლას არ ვაპირებთ, ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. ქსელის დახურვას არ ვაპირებთ, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ ისევე, როგორც აქამდე ვმუშაობდით ", - ნათქვამია ქსელის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე. ეს ახსნა-განმარტება მოჰყვა ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის დახურვის შესახებ.

2011 წლის 15 მარტიდან სოციალური ქსელი, შესაძლოა, დაიხუროს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტში ერთ-ერთი ბლოგერი სოციალური ქსელის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობა სოციალური ქსელის შესაძლო დახურვის შესახებ თავად Facebook-შიც გავრცელდა.

"Facebook კონტროლს არ ექვემდებარება და ამ კომპანიის მართვამ ჩემი ცხოვრება დაანგრია, ამ უგუნურებას ბოლო უნდა მოვუღო", - ბლოგერის ინფორმაციით, ეს განცხადება მარკ ცუკერბერგმა პალო-პალტოს ოფისთან გააკეთა.

"მე არ ვფიქრობ, რომ ეს გრანდიოზული ღონისძიებაა. სიმართლე გითხრათ, ეს უკეთესიც კი იქნება, Facebook-ის დახურვის შემდეგ ხალხი იძულებული იქნება გარეთ გამოვიდეს და მეგობრები რეალურად შეიძინოს, ეს კი ყოველთვის კარგია", - გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ასე ახსნა ცუკერბერგმა თავისი გადაწყვეტილება.

ბლოგერის ინფორმაციით, ცუკერბერგი მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, მომხმარებელთა და ფინანსიტების უკმაყოფილების მიუხედავად, არ აპირებს.

"მე ფულზე არ ვზრუნავ. უბრალოდ ძველი ცხოვრების დაბრუნება მინდა", - განაცხადა ცუკერბერგმა.

განმარტება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ამ ინფორმაციების შემდეგ გააკეთა. გავრცელებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად Facebook-ის გვერდზეც უარყვეს.

"ინტერპრესნიუსი"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)