ვატიკანმა iPhone-ით აღსარების ჩაბარება აკრძალა

ვატიკანმა iPhone-ით აღსარების ჩაბარება აკრძალა

ვატიკანმა მორწმუნეებს iPhone-ის პროგრამის გამოყენება აუკრძალა, რომლის სახელწოდებაცაა "აღსარება: რომაულ-კათოლიკური დანართი" (Confession: A Roman Catholic App).

ვატიკანის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ფედერიკო ლომბარდის თქმით, "მორწმუნეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ აღსარება აღმსარებელსა და სასულიერო პირს შორის უშუალო ურთიერთობას გულისხმობს".

ლომბარდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მორწმუნეებს, ყოველგვარი პირობის მიუხედავად, iPhone-ით აღსარების ჩაბარება ეკრძალებათ".

"აღსარება: რომაულ-კათოლიკური დანართი" კომპანია Little iApps-მა შექმნა, რომლის შტაბბინაც ინდიანას შტატში მდებარეობს. დანართის შექმნელთა თქმით, პროგრამის შექმნისას მათ აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის წარმომადგენელი სასულიერო პირები და სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრები ეხმარებოდნენ.

პროგრამის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ ის განსაკუთრებით მათთვის იქნება სასარგებლო, ვინც ეკლესიის წიაღში დაბრუნება გადაწყვიტა და მღვდელმსახურთან პირველი შეხვედრისთვის ემზადება.

პროგრამის შექმნის მიზანი იმ მორწმუნეთა დახმარება იყო, რომლებიც აღსარებისთვის ემზადებიან. მომხმარებელს იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეესაბამება მისი აღსარება წმინდა წერილის ნორმებს, მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. პროგრამა ლოცვის ტექსტებსაც შეიცავს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)