ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა

ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა

ქართველი არქიტექტორი, ნიკოლოზ ჯაფარიძე არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა. კონკურსზე, სადაც საოფისე ინტერიერი იყო წარმოდგენილი, ნომინაციაში - "უცხოური ინტერიერი" - ის საუკეთესოდ აღიარეს.

კონკურსზე Best Office Awards 2012 ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა, რომლის ავტორიც თავად არის. დაჯილდოება მოსკოვში, დიზაინის ცენტრ ARTPLAY-ში გაიმართა. თუმცა, ქართველი ლაურეატის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.

"საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონის გამო ნიკო ჯაფარიძის მოწვევა გართულდა, თუმცა ორგანიზატორებმა ეს მაინც შეძლეს", - განცხადა ცერემონიის გახსნაზე OfficeNEXT&ProjectNEXT-ის წარმომადგენელმა სერგეი კონოვმა. ნიკო ჯაფარიძე კონკურსში კომპანია "არქიტექტორი გამომგონებლების" სახელით მონაწილეობდა.

კონკურსის გრან-პრი არქიტექტურული ბიურო SPEECH-ის წარმომადგენელს ჩობან კუზნეცოვს ერგო, რომელმაც "ხელმძღვანელის კაბინეტის" პროექტი წარადგინა. გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ ნომინაციებში - "სივრცის განაწილება", "ბრენდი და იმიჯი", "კომფორტი და ეკონომიკა", "სინათლის დიზაინი", "დიზაინ-იდეა", ბიზნესგარემო და საზოგადოებრივი ინტერიერი" და "ბიზნეს-ცენტრი".

ნიკო ჯაფარიძისა და კომპანია "არქიტექტორი გამომგონებლების" პროექტით აშენდა თბილისის პროკურატურის ახალი შენობა და ოზურგეთის იუსტიციის სახლი.

მომზადებულია agency.archi.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)