16:31 / 12-09-2013
მოწვევა ორგანიზაციებისთვის მოხალისეების მისაღებად

გამოცხადების თარიღი: 12 სექტქმბერი, 2013 წ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 ოქტომბერი , 2013 წ.

ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამა

მშვიდობის კორპუსი საქართველოში აცხადებს კონკურსს ორგანიზაციებისა და სათემო ჯგუფებისათვის, მშვიდობის კორპუსის ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ სამთავრობო და არა–სამთავრობო ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან:

  • კახეთი
  • მცხეთა–მთიანეთი
  • შიდა ქართლი (გარდა გორის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებებისა)
  • ქვემო ქართლი
  • სამცხე ჯავახეთი
  • აჭარა
  • გურია
  • იმერეთი
  • სამეგრელო  (მხოლოდ აბაშის, მარტვილის, სენაკის, და ხობის რაიონები)
  • რაჭა–ლეჩხუმი

შერჩეულ ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ ამერიკელ მოხალისესთან 2014-2016 წლების განმავლობაში. თანდართულია, სააპლიკაციო ფორმა და საინფორმაციო ბუკლეტი, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციით.

თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი ორგანიზაცია ან სათემო ჯგუფი დაინტერესებულია მოხალისესთან თანამშრომლობით 2014-2016 წლების განმავლობაში:

  1. გაეცანით საინფორმაციო ბუკლეტს
  2. სრულად შეავსეთ მოხალისის მოსაწვევი სააპლიცაკიო ფორმა (ინგლისურ ენაზე)
  3. შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე SEOD@ge.peacecorps.gov ან მოგვაწოდეთ მშბიდობის კორპუსის თბილისის ოფისში მისამართზე: ვაჟა–ფშაველას გამზ. 29ა

სააპლიკცაიო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 4 ოქტომბერი!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მენეჯერს:

თიკა რევიშვილი
პროგრამის მენეჯერი
ტელ: 2241222/23/24
ელ–ფოსტა: SEOD@ge.peacecorps.gov

მსგავსი სიახლეები
14:27 / 25-04-2015  Image ქართველი ქალი რუსეთის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა ცოლებში - (+ ფოტო)
+PHOTO: რუსი ბიზნესმენების ცოლები
15:46 / 25-04-2015  Image გიორგი ბახუტაშვილს ქორწილის პირველ ღამეს ჩაეძინა - ფოტოები მსახიობის ქორწილიდან
+PHOTO: სპეციალურად ქორწილისთვის დიდი ფოტოსესია მოეწყო
22:02 / 25-04-2015  Image თეონა კონტრიძის სასწაულმოქმედი დიეტა - ფაფა, რომლითაც 16 კგ დაიკლო
უნიკალურ ფაფას, რომელსაც თეონა თავად ამზადებდა და
14:21 / 25-04-2015  Image ბესო ხარძიანის პირველი მეუღლე ციხეში იჯდა - რისთვის მიესაჯა პატიმრობა ინგა ბაბუაძეს
+VIDEO: "მე ვიყავი 4 წელი დაკავებული და ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ შემიწყალა"
05:44 / 25-04-2015  Image ''პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ ვიცი ოჯახის ფასი...'' - ეკა მამალაძე
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარია მომღერალი ეკა მამალაძე