იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ისრაელმა, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ ატომური იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ იტალიური "ლა სტამპა" "ვიკილიქსზე" დაყრდნობით წერს.
ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი გზავნილი ასეთი შინაარსისაა: "სილვიო ბერლუსკონიმ შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ისრაელმა, შესაძლოა, პრევენციული ბირთვული დარტყმა მიიტანოს ირანის ატომურ ობიექტებზე. იტალიის პრემიერმა ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს რობერტ გეითსს 2010 წლის 6 თებერვალს, მათი შეხვედრის დროს შეატყობინა".
"არაფერს შეუძლია ისრაელის შეჩერება, თუკი იგი იგრძნობს საფრთხეს. ისრაელს შეუძლია ირანზე პრევენციული დარტყმები ბირთვული იარაღის გამოყენებითაც კი მიიტანოს", - წერია შეტყობინებაში.
მომზადებულია inopressa.ru-ს მიხედვით.