რატომ მოიხადა ბოდიში ''X ფაქტორის'' კონკურსანტმა სტეფანეს შეფასების შემდეგ

რატომ მოიხადა ბოდიში ''X ფაქტორის'' კონკურსანტმა სტეფანეს შეფასების შემდეგ

ფილარმონიაში ''X ფაქტორი''-ს შესარჩევი ტურის ჩაწერები დაიწყო და ჩვენც არ ჩამოვრჩით მოვლენებს და კონცერტს დავესწარით. ჟიურის წევრებმა უკვე აიღეს რთული მისია საკუთარ თავზე და მალე მაყურებელი ეთერში ნახავს, რამდენად ნიჭიერი კონკურსანტები მივიდნენ პროექტში, მანამდე კი ჟიურის წევრებს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი.

სტეფანე მღებრიშვილი:

- დღეს ჩამოვფრინდი, არ ვიყავი საქართველოში. ვიცი რომ ძალიან მაგარი ბავშვები მოვლენ, დიდი მოლოდინი მაქვს. პროფესიონალები აკეთებენ ამ შოუს და მიხარია, აქ რომ ვარ. პროექტი იქნება ძალიან სანახაობრივი. მართალია, დღეს სატელევიზიო რეიტინგები აღარ გვაქვს ქვეყანაში...…

- უკვე გვაქვს.

- დაგვიბრუნეს? აი, რამდენ რამეს ჩამოვრჩი. გპირდებით, რომ ყველაზე რეიტინგული იქნება ეს შოუ.

- რას ველოდოთ შენგან?

- სტეფანეს. მე თამაში არ შემიძლია, არც შოუსთვის. ეს ვარ რაც ვარ.

გიორგი გაბუნია:

- მოლოდინი დიდია. ჩვენ ვნახავთ ძალიან კარგ კონკურსანტებს, სასაცილო კონკურსანტებს, ისეთებს როგორებიც საინტერესო იქნებიან მაყურებლისთვის.

- მკაცრი იქნები?

- ვიქნები მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

ფილარმონიაში შეკრებილ მაყურებელს სცენაზე პირველი ვანიკო თარხნიშვილი გამოეცხადა. როგორც შევიტყვეთ, ვანიკო ამ პროექტის ''სტაფის'' წევრია. თავიდანვე გაგვაფრთხილა, რომ ის წამყვანის ამპლუაში არ გამოსულა და ჟიურის წევრები წარუდგინა მაყურებელს.

სოფო ტოროშელიძემ, გიორგი გაბუნიამ, სტეფანემ და თამთა გოდუაძემ აპლოდისმენტების ფონზე დაიკავეს მათთვის განკუთვნილი ადგილები. ამასობაში პროექტის წამყვანები, გეგა ფალავანდიშვილი და ია სუხიტაშვილიც მოგვესალმნენ სცენიდან და პირველი კონკურსანტი წარადგინეს.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება