რატომ შეექმნა ქართულ ღვინოს პრობლემა ბელორუსის ბაზარზე - ოფიციალური განმარტება

რატომ შეექმნა ქართულ ღვინოს პრობლემა ბელორუსის ბაზარზე - ოფიციალური განმარტება

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბელორუსში ქართული ღვინის შეტანა არ შეჩერებულა, თუმცა გარკვეული შეფერხებები არსებობს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები შეფერხებებთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს.

"ბელორუსში, ღვინის შეტანა არ აკრძალულა, არის გარკვეული შეფერხებები კონკრეტული პროცედურების გამო, რომელიც არის ძირითადად ღვინის იმპორტიორებთან დაკავშირებული. საქართველომ 2013 წელს მილიონ ნახევარ ბოთლზე მეტი ექსპორტი განახორციელა. ამ შეფერხებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო ბელორუსთან. ერთი კვირის წინ იყო ბელორუსის დელეგაცია საქართველოში, სადაც ეს საკითხი დაისვა. ერთი კვირის ვადაში მოხდება ქართული დელეგაციის ვიზიტი და იმედი მაქვს, რომ სამთავრობო დონეზე გადაწყდება ეს საკითხი და შეფერხებები მალე მოიხსნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბელორუსში ქართული ღვინის იმპორტის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. მათი ცნობით, ქართული ღვინო არა მხოლოდ ჩვეულებრივ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში, არამედ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი თანდათან ქრება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ