5 რამ, რაც არაბ ქალებს ეკრძალებათ

5 რამ, რაც არაბ ქალებს ეკრძალებათ

რაც ნებისმიერ ქვეყანაში ქალისთვის ჩვეულებრივი საქმიანობაა, არაბი მუსულმანი ქალისთვის სანატრელია.

1. ქალი საჭესთან: საუდის არაბეთში ქალს ავტომობილის მართვა სასტიკად ეკრძალება. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მყოფი მამაკაცი დაკავებულია და დრო არ აქვს, რომ ცოლი შოპინგზე, ან სამსახურში წაიყვანოს, ოჯახი მძღოლს ქირაობს, რომელიც სპეციალურად დიასახლისს ემსახურება. შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა აუკრძალო ქალს ავტომობილის მართვა, არაბი მამაკაცების პასუხი ასეთია - შეიძლება, სახლიდან მაშინაც კი გავიდეს, როდესაც არაფერი სჭირდება. შეიძლება ურთიერთობა იმ მამაკაცებთან გააბას, რომლებიც მისი ნათესავები არ არიან. შეიძლება ჩადრი მოიხსნან და სხვებს სახე აჩვენონ.

2. მოგზაურობა: მეგობრებთან ერთად უცხო ქვეყანაში მოგზაურობაზე სახალისო არაფერია. თუმცა, თუ თქვენ სასურველ ქვეყანაში მოგზაურობისთვის მხოლოდ ვიზა გჭირდებათ, არაბი ქალებისთვის ამ საკითხს ოჯახის უფროსი მამაკაცის სპეციალური ნებართვა ემატება. საუდის არაბეთში ქალებს მარტო მოგზაურობა ეკრძალებათ. მან აეროპორტში სპეციალური მოწმობა უნდა წარადგინოს, სადაც ოჯახის წევრი მამაკაცის ნებართვაა ასახული. სხვა შემთხვევაში, ის ქვეყანას მხოლოდ ქმართან, მამასთან, ან ძმასთან ერთად დატოვებს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ზოგიერთ ოჯახში უფრო მკაცრი წესები მოქმედებს და ნებართვა არათუ მოგზაურობაზე, არამედ სახლიდან გასვლაზეც კი სჭირდებათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აკრძალვა 45 წლამდე ყველა ქალს ეხება.

3. სამსახური: საუდის არაბეთში ქალებს მუშაობის უფლება მხოლოდ განათლებისა და მედიცინის სფეროში აქვთ. ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაა, რომლის ხელმძღვანელსაც ქალი თანამშრომლის დაქირავების უფლება აქვს. ამასთან, ნებისმიერ დაწესებულებაში ქალი ვალდებულია, ჩადრით იაროს - სახის გამოჩენა ყველას ეკრძალება.

4. ვარჯიში და სპორტდარბაზში შესვლა: გოგონების სკოლასა და უნივერსიტეტში სპორტდარბაზი, ან სპორტული ჯგუფები არ არის. არაბ ქალებს ვარჯიში ეკრძალებათ.

5. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საპირისპირო სქესთან ურთიერთობა: საუდის არაბეთში მაღაზიებში, ან რესტორნებში საპირისპირო სქესთან ურთიერთობა აკრძალულია. ეს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ დაწესებულებაში ოჯახი შედის. რესტორნებში მხოლოდ 2 სექციაა: ოჯახებისთვის და მარტოხელებისთვის. მარტოხელებში იგულისხმება განყოფილება, რომელიც თავის მხრივ, კიდევ 2 ნაწილადაა გაყოფილი: განყოფილება კაცებისთვის და განყოფილება ქალებისთვის.

ამასთან, ქვეყანაში არსებობს კიდევ რამდენიმე აკრძალვა, რომელიც ეხება როგორც ქალს, ისე კაცს, ესენია: ისლამის გარდა სხვა რელიგიის ნებისმიერი კუთხით პატივისცემა აკრძალულია; ქვეყანაში ვერსად ნახავთ სკოლებს, სადაც მოსწავლეებს მუსიკალური განათლების მიღების უფლება აქვთ; ისლამური წესის მიხედვით, ქვეყანაში ღორის ხორცის გაყიდვა იკრძალება; როდესაც მთელი მსოფლიო 14 თებერვალს ვალენტინობას აღნიშნავს, საუდის არაბეთში სიყვარულის დღის ნებისმიერი ფორმით აღნიშვნა კანონით ისჯება. ამასთან, ქვეყნის მთელი მაშტაბით ვალენტინობას ნებისმიერი წითელი ნივთის ტარება და გაყიდვა იკრძალება.

მომზადებულია listverse.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს