გუგა კუზანოვის მეუღლე სამედიცინო გადაცემას წაიყვანს

გუგა კუზანოვის მეუღლე სამედიცინო გადაცემას წაიყვანს

ნინო ნადირაძე მალე "ტვ 3"-ზე სამედიცინო გადაცემას წაიყვანს. ნინო თავად კარდიოლოგია, დიდი ხანია, მედიცინის სფეროში მუშაობს და ზუსტად იცის, კონკრეტულად რა პრობლემებია. გეგმავს ისეთი გადაცემის მომზადებას, რომელიც პრობლემურ საკითხებს მიეძღვნება და სთხოვს ყველა მონაწილეს, მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე ილაპარაკონ და არა სპეციალური ტერმინოლოგიით. როგორ შეხვდა მისი ცნობილი ოჯახი ნინოს მორიგ ჩანაფიქრს, თავად გვეტყვის.

- კიდევ ერთ თავში სახლელს ვიჩენ, სხვა მრავალთან ერთად. შეიძლება, გუგამ სახლიდან გამაგდოს. ერთი დღე მექნება მხოლოდ დასასვენებლად. ვარ ახალი დიდი კლინიკის ხელმძღვანელი, ცალკე სამსახური და ახლა გადაცემაც დამემატება, ოჯახი, ბავშვები... ბაია 18 წლის ხდება სექტემბერში, ბიჭი - 11-ის ზაფხულში. უკვე დიდები არიან. ამ ყველაფერს ჩემს საზოგადოებრივ მოძრაობებსაც თუ დავუმატებთ, გუგას, ფაქტობრივად, ცოლი ხელიდან ეცლება (იცინის).

- რა გადაცემაა?

- დიდი ხანია, მქონდა ასეთი გადაცემის გაკეთების სურვილი, მაგრამ სერიო-ზულად არ მიფიქრია, დროის დეფიციტს გამო. ქართულ ტელესივრცეში არსებული სამედიცინო გადაცემებიდან ყველა ძალიან კარგია, მაგრამ პაციენტის შეკითხვები მაინც პასუხგაუცემელი რჩება. მოსახლეობა დეზორიენტირებულია ამ მხრივ, სად უნდა მივიდეს, ფინანსები საიდან მოიძიოს მკურნალობისთვის. ურეკავენ ახლობლებსა და მეგობრებს, როცა ექიმთან მისვლაა საჭირო. უამრავი კლინიკა გაიხსნა, ექიმებში არის უამრავი ახალი გვარი, ძველებიც თავისთავად. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანები თვითმკურნალობას ეწევიან. გადაცემებში წვეთოვანს, აპარატურას რომ აჩვენებენ, რაიმეს აძლევს ეს პაციენტს? როდესაც შემომთავაზეს ამ არხზე გადაცემის დაწყება, იმიტომ დავთანხმდი, რომ მითხრეს, ჩვენს საქმეში არავინ ჩაერევაო. მოვითხოვე ერთი რამ, რომ არც ერთი კლინიკა თუ ფარმაცევტული კომპანია არ იქნება ჩემი გადაცემის სპონსორი. თუნდაც კანფეტების მწარმოებელი იყოს.

- თქვენ თავადაც ასოცირდებით ერთ-ერთ კლინიკასთან.

- კუზანოვებს ჩემი პიარი არ სჭირდებათ. დაინახავთ, რომ მათივე სპეციალობის სხვა ექიმებს აუცილებლად მივიწვევ გადაცემაში. გადაცემა იქნება კრიტიკული, მწვავე. შევეცდები, ვიყო კომუნიკატორი პაციენტს, ექიმსა და სახელმწიფოს შორის. ეს კომუნიკაცია, სამწუხაროდ, დარღვეულია. ჩვენი ყოფილი ძვირფასი რამდენიმე მინისტრის დროს ექიმების სრული დისკრედიტაცია მოხდა. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა პაციენტების დამოკიდებულებაზე. ჯანდაცვა და განათლება სახელმწიფოს სახეა. ჩვენ კი ამ ორი მიმართულებით სასტიკად მოვიკოჭლებთ. მინდა ვისაუბრო პრობლემებზე, ვეძებო აღმოფხვრის გზები. თუმცა ეს არ იქნება ნიშნის მოგებით გაკეთებული გადაცემა. მინდა, ობიექტური იყოს. თავადაც ობიექტური ადამიანი ვარ. გვსურს, აპრილის პირველი ნახევრიდან გავიდეს ეთერში, მზადდება სტუდია.

- კამერების წინ თავს ალბათ კომფორტულად იგრძნობთ. კრიტიკისთვის მზად ხართ?

- რა თქმა უნდა. საჭმელს ვინც არ ამზადებს, ის ხელსაც არ დაიწვავს. ძალიან კარგად დაინახავს მაყურებელი, რომ ამას მათთვის ვაკეთებ. არც მშია და არც მწყურია. ჩემ თავს პრობლემას ვმატებ. უბრალოდ, ასეთი ხასიათი მაქვს, რომ როცა პრობლემას ვხედავ, ფეხს ფეხზე არ გადავიდებ. თუკი ვინმეს დავეხმარები ამ გადაცემით, ჩავთვლი, რომ ცხოვრებაში ჩემი მისია შევასრულე (იღიმის).

- გადაცემით უფრო მეტ პოპულარობას ელოდებით?

- კარდიოლოგისთვის მეტი პოპულარობა რაღა გინდათ? საქართველოს რომელ კუთხეშიც უნდა წავიდე, ყველგან მცნობენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება