ძლიერმა ქარმა თბილისში შენობებს სახურავები გადახადა

ძლიერმა ქარმა თბილისში შენობებს სახურავები გადახადა

თბილისში ძლიერი ქარის გამო წუხელ სამაშველო სამსახურის გამოძახებებმა იმატა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ძლიერი ქარის გამო თბილისში დაახლოებით 75 გამოძახება დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, ქარმა ძირითადად შენობის სახურავები დააზიანა და ხეების ტოტები დაამტვრია, თუმცა ავტომანქანების დაზიანება არ დაფიქსირებულა.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია