"მკითხველთა კლუბი" დღეს კლუბის წევრებისთვის "ბედნიერ საათს" მოაწყობს

"მკითხველთა კლუბი" დღეს კლუბის წევრებისთვის "ბედნიერ საათს" მოაწყობს

"მკითხველთა კლუბი" ბიბლუსის სამკითხველო დარბაზში, დღეს, კლუბის წევრებისთვის კლუბის "ბედნიერ საათს" მოაწყობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბიბლუსიდან" აცნობეს, ე.წ. Happy Hour მხოლოდ კლუბის წევრებისთვის არის განკუთვნილი და გულისხმობს ერთსაათიან გრანდიოზულ ფასდაკლებას "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ყველა წიგნზე, რომელიც 8 ლარის ნაცვლად მხოლოდ კლუბის წევრებისთვის 4 ლარად გაიყიდება.

აქციის პარალელურად მკითხველთა კლუბი წევრებისთვის, გამომცემლობა პალიტრა L - ის ახალი წიგნის, მაიკლ კანინგემის "საათების" პრეზენტაციას გამართავს, რომლის შეძენის შესაძლებლობა ორი კვირის მანძილზე, ექსკლუზიურად, მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ. ღონისძიებაზე კლუბის წევრებისთვის დაგეგმილია საინტერესო გათამაშებებიც.

"მკითხველთა კლუბი" "გამომცემლობა პალიტრა L" -ის წარმატებული პროექტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 1500-ზე მეტ წიგნის მოყვარულს აერთიანებს. კლუბში რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რის შემდეგაც ისინი "გამომცემლობა პალიტრა L"-ის წიგნებზე უპრეცენდენტო ფასდაკლებებით სარგებლობენ.

ბიბლუსის სამკითხველო დარბაზი ვაჟა ფშაველას 47 -ში მდებარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს