ომის წამოწყების ყველაზე სულელური მიზეზები

ომის წამოწყების ყველაზე სულელური მიზეზები

ომი საშინელებაა და სხვადასხვა მიზეზების მიუხედავად, მას არანაირი გამართლება არ აქვს. მიუხედავად ამისა, კაცობრიობის ისტორიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სახელმწიფოებს შორის სამხედრო დაპირისპირების წამოწყებას სულელური და ზოგჯერ ბანალური მიზეზი ჰქონდა.

მაწანწალა ძაღლი

1925 წელს ბულგარეთ-საბერძნეთის საზღვარზე, მაწანწალა ძაღლს დადევნებული ბერძენი კარისკაცი, საზღვის მეორე მხრიდან, ბულგარელი მესაზღვის ნასროლმა ტყვიამ შეიწირა. ამ უკანასკნელს ეგონა, რომ ბერძენს საზღვრის უკანონო გადმოკვეთა აქვს განზრახული. საპასუხოდ, მეორე დღეს ბერძნებმა ბულგარელების სასაზღვრო საგუშაგო ერთიანად ამოჟლიტეს. მოვლენათა შემდგომ ესკალაცია  ერთა ლიგის ჩარევამ შეაჩერა.

ვედრო

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, 1325 წელს ბოლონიიდან მოდენაში გაქცეულმა ჯარისკაცმა, ხელს მუხის ვედრო გააყოლა, რომლითაც ის საკუთარ ცხენს წყალს ასმევდა. დეზერტირის მაგივრად, რომლის ბედიც არავის ანაღვლებდა, ბოლონიის ხელისუფლებამ ვედროს, როგორც ქალაქის საკუთრების დაბრუნება მოითხოვა. ვედროს დაბრუნების უარი ომის დაწყების მიზეზი გახდა, რომელიც 22 წელიწადს გაგრძელდა და ბოლონიელების დამარცხებით დასრულდა.

წვერი

1500 წელს ვენეციასა და თურქეთს შორის დაწყებული ომი, უფრო ხანმოკლე იყო. თუმცა მისი წამოწყების მიზეზი ბანალურია. თურქეთის სულთანმა ვენეციელ მოხელეს, აღმოსავლური ეტიკეტის პატივისცემა და საკუთარი წვერით დაფიცება მოსთხოვა. ვენეციელმა უპასუხა, რომ მის ქალაქში წვერს არ ატარებენ. "გამოდის რომ ვენეცია მაიმუნების ქვეყანაა!" - წამოიძახა სულთანმა. ეს ფრაზა ვენეციელებმა შეურაცხყოფად მიიღეს და თურქების წინააღმდეგ ომი წამოიწყეს.

ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

1653 წელს, პოლონეთთან საზავო ხელშეკრულების განხილვისას, შვედმა მეფემ შეამჩნია, რომ მისი ტიტულების ჩამოთვლისას ფრაზა - "და ასე შემდეგ" ორჯერ მეორდებოდა, პოლონელი მონარქის შემთხვევაში კი - სამჯერ. ეს საკმარისი აღმოჩნდა სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გასაწყვეტად და 5 -წლიანი ომის წამოსაწყებად (შვედეთმა გაიმარჯვა).

ფეხბურთი

ბანალურია, მაგრამ ომის წამოწყების მიზეზი ფეხბურთიც გამხდარა. 1960-იან წლებში ჰონდურასსა და სალვადორს შორის უკანონო მიგრაციით, საზღვრის დარღვევებით და ტერიტორიული პრეტენზიებით განპირობებული დაძაბულობა ომში გადაიზარდა. ომის მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის საფეხბურთო მატჩში სალვადორის წინააღმდეგ, ჰონდურასის ნაკრების დამარცხება გახდა. 1969 წლის 14 ივლისს დაწყებული "საფეხბურთო ომი" 6 დღე გაგრძელდა. ოფიციალური ცნობებით, მხარეებმა დაღუპულების სახით 3,000-მდე კაცი დაკარგეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ vokrugsveta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე