მამუკა ჩარკვიანი რუსეთზე: "ნუ გავაღვიძებთ მძინარე ლომს!"

მამუკა ჩარკვიანი რუსეთზე: "ნუ გავაღვიძებთ მძინარე ლომს!"

შაჰ-აბასს არ გაუკეთებია იგივე საქართველოსთვის, რაც რუსეთმა ჩაიდინა, მაგრამ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ... ბეზრუკოვიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, "ერისიონმაც" უნდა იაროს რუსეთში, ნინო ქათამაძემაც, ნინო ანანიაშვილმაც და სუხიშვილებმაც.. ხელოვნება არის საერთო და საზღვრები არ გააჩნია"... ამბობს ცნობილი მომღერალი მამუკა ჩარკვიანი.

- ჩვენ საქართველოში ბევრად უფრო მაღალი დონის მსახიობები გვყავს, ვიდრე ბეზრუკოვია, მაგრამ აქ საქმე ხელოვნებას კი არა, პოლიტიკას ეხება. არაფრით არ შეიძლება ხელოვნების პოლიტიკაში არევა. მე ვთვლი, რომ ბეზრუკოვის გასტროლი არ უნდა გაუქმებულიყო. …ჩამოსულიყო და ხალხი თავად გადაწყვეტდა, ვისაც სურდა მივიდოდა, ვისაც სურდა, არ მივიდოდა. მე მაგალითად არ მივიდოდი, ფეხი მტკივა და ძალიან ავად ვარ... მისი გასტროლი რომ გაუქმდა, ეს ფაქტი არ მომეწონა. არ შეიძლება ასე აზროვნება, თითქოს საქართველოს ნაკრები არ უნდა წასულიყო ოლიმპიადაზე, სპექტაკლები არ წავიღოთ რუსეთში, ან ვინმე რუსი სპექტაკლებით არ შემოვუშვათ. რა უბედურებაა ეს?! არ შეიძლება ასე!...

- თქვენ ამბობთ, რომ არ შეიძლება პოლიტიკის და ხელოვნების ერთმანეთში არევა, მაგრამ ბეზრუკოვი თავად გაერია პოლიტიკაში და ყირიმის ანექსიის მისასალმებელ წერილს ხელი მოაწერა...

- კი, თავად ჩაერთვნენ რუსი ხელოვანები პოლიტიკაში, მაგრამ ბეზრუკოვს რომ თავი დავანებოთ, სხვებიც ბევრნი არიან, ბეზრუკოვის მსგავსად ვინც მოიქცა. ასე რა, შალიაპინი რომ ჩამოსულიყო, არ უნდა შემოგვეშვა?

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია