თეონა კონტრიძემ შესაძლოა, "ორი ვარსკვლავი" დატოვოს - მომღერლის პირველი კომენტარი სატელევიზიო სკანდალის შემდეგ

თეონა კონტრიძემ შესაძლოა, "ორი ვარსკვლავი" დატოვოს - მომღერლის პირველი კომენტარი სატელევიზიო სკანდალის შემდეგ

"ორ ვარსკვლავში", თეონა კონტრიძის საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, თეონა კონტრიძემ ჟიური სალომე ღვინიაშვილის და გიორგი ჩიქოვანის საკონცერტო გამოსვლის შემდეგ დატოვა. იქამდე კი, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, თეონას ფურცელზე ჰქონდა ჩამოწერილი ის შენიშვნები, რომელიც ვარსკვლავებისთვის, შესრულებული სიმღერის გამო უნდა მიეცა, თუმცა ჟიურის წევრებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. Ambebi.ge კომენტარისთვის თეონა კონტრიძეს დაუკავშირდა:

- თეონა, თქვენ ვერ მოახერხეთ სალომესთვის და გიორგისთვის ფურცელზე ჩამოწერილი შენიშნვების გაზიარება. იქნებ ჩვენს მკითხველს გაანდო, რის გაკრიტიკებას აპირებდით?

- საერთოდ არ მახსოვს ის ფურცელი და შენიშვნები, რომელიც ფურცელზე ეწერა. მე კოლეგებთან გამიჩნდა ჩემი პრეტენზიები და დავტოვე დარბაზი.

- ზურა ყიფშიძეზე ნაწყენი დარჩით?

- მე არ ვარ ნაწყენი ზურა ყიფშიძეზე, არც მახსოვს ვინ რა თქვა. პირდაპირი ეთერის დროს ნერვიულობ, განიცდი და არ გესმის, საერთოდ ვინ რას ამბობს და აკეთებს. დიდი ჩოჩქოლი იყო და ვერაფერს მივხვდი.

- რა გამოხმაურება მოჰყვა პროექტის შემქმნელებისგან თქვენს გადაწყვეტილებას. ამბობენ, რომ დატოვეთ "ორი ვარსკვლავის" ჟიური...

- ჯერჯერობით არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება. გავიდეს ერთი კვირა და დაველოდოთ, რა მოხდება.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

სკანდალი "ორ ვარსკვლავში" - რატომ დაუპირისპირდა თეონა კონტრიძე ზურა ყიფშიძეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება