ქუთაისში ქმარმა ცოლი დაჭრა

ქუთაისში ქმარმა ცოლი დაჭრა

ქუთაისში ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარმა ცოლს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

"როცა პოლიცია მოვიდა და მას აკავებდა, ქმარი გამეტებით ყვიროდა, დღეს გადამირჩი, მაგრამ გამოვალ ციხიდან და მაინც მოგკლავო", - განუცხადა topnews.com.ge-ს თვითმხილველმა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა, საქმე კი 108 მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია