''X ფაქტორის'' მონაწილემ პროექტში შეყვარებული იპოვა

''X ფაქტორის'' მონაწილემ პროექტში შეყვარებული იპოვა

''X ფაქტორში'' უკვე პირველი შეყვარებული წყვილი გამოჩნდა. წინა ორშაბათს მაყურებელმა კლასიკურად ჩაცმული 24 წლის რეპერი ბიჭი ნახა, რომელსაც გიორგი გაბუნიამ სწორედ ჩაცმის სტილი დაუწუნა, თუმცა მას არ დაეთანხმა სტეფანე და არც ჟიურის დანარჩენი წევრები. ერთი სიტყვით, მიხეილ გოლდმანი შემდეგ ტურში გადავიდა და როგორც გავიგეთ, ბიჭების ათეულშიც მოხვდა.

ამავე გადაცემაში ქერათმიანი გოგონების ჯგუფი ვნახეთ. მათი ერთ-ერთი წევრი, სოფია აღაპიშვილი, ჩვენს რეპერს მოსწონებია. ერთი სიტყვით, დღეს წყვილი რეპეტიციებზე ერთად ჩნდება. როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი, მიხეილი თავად გიამბობთ.

- საქართველოში დავიბადე, ისრაელში გავიზარდე, აქაც ხშირად ჩამოვდიოდი. ნახევრად ქართველი ვარ, ნახევრად - ებრაელი. მამაჩემი არის ქართველი და ესტონელი, დედაჩემი სუფთა ებრაელია. უნივერსიტეტის ბოლო კურსი აქ დავამთავრე. საერთაშორისო ურთიერთობებს დავეუფლე. ახლა საინვესტიციო კომპანიის დირექტორი ვარ. პარალელურად ვმღერი, მაქვს საკუთარი სტუდია.

''X ფაქტორში'' ჩემი მეგობარი გადიოდა, გაყოლა მთხოვა. ვიფიქრე, მეც ვცდი ბედს-მეთქი. ეს პროექტი ვოკალის კონკურსია, წესით, აქ რეპი არ უნდა იყოს. ვერც წარმოვიდგენდი, რომ შემდეგ ტურში გადამიყვანდნენ. რომ გადავედი, ძალიან გამიხარდა.

- ვიცი, რომ საინტერესო სიყვარულის ისტორია გქონდა. რატომ დაშორდი შეყვარებულს?

- ერთმანეთს დეკემბერში დავშოდით. ქართველი გოგონა მიყვარდა. ერთი წელი ერთად ვიყავით. მის გამო ყველაფერს ვაკეთებდი. მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვზრუნავდი. არაფერს ვაკლებდი, არც ფულს, არც საჩუქრებს.

- და სიყვარული მხოლოდ საჩუქრებია?

- არა, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენსაც ვაძლევდი, პირველ რიგში, დიდ სიყვარულს.

- რატომ წავიდა შენგან?

- იმიტომ, რომ უფრო მეტი უნდოდა. მაშინ კომპიუტერული მაღაზიის მენეჯერი ვიყავი. შვიდასი ლარი მქონდა ხელფასი, ამით საქართველოში ვერაფერს გააკეთებ. ნახა, რომ ყოველდღე რესტორანში, მაღაზიაში, კლუბში ვერ წავიყვანდი. სექსი და სიყვარული ორ თვეში ჰბეზრდება ქალს. მერე ფული უნდა, რომ ზაფხულში ბათუმში კი არა, საზღვარგარეთ დაისვენოს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება