"რატომ შემ***თ ამ ინგლისურის აქცენტით?!" - სტეფანეს პასუხი კრიტიკოსებს

"რატომ შემ***თ ამ ინგლისურის აქცენტით?!" - სტეფანეს პასუხი კრიტიკოსებს

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ქართული აცენტის გამო კრიტიკის ობიექტად იქცა, რამაც ძალიან გაღიზიანა. მომღერალმა ამასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

"რატომ შემ***თ ამ ინგლისურის აქცენტით?! რატომ უნდა ვლაპარაკობდე ბრიტანელივით?! შ***გ ხომ არ გაქვთ?! რა საჭიროა კეკლუცობა?! ბევრად სირცხვილია, თქვე უვიცებო, არამშობლიურ ენაზე როდესაც პონტაობ და გაგებაში არ ხართ არაფრის საერთოდ! ეჰ, რა გეშველებათ... თორემ მე კი მაქვს ნაშველი :))

რუსული ქართულზე უკეთ ვიცი, მაგრამ მაინც აქცენტით ვლაპარაკობ :)))", - წერს სტეფანე.

მომღერლის პოსტს მეგობრები გამამხნევებელი კომენტარებით ეხმაურებიან.

ლიკა ევგენიძე: "ნიუ-იორკში მაცხოვრებლების 80% აქცენტით ლაპარაკობს და რა არის ამაში აღსაშფოთებელი. მსახიობების და ტელეწამყვანების ჩათვლით სხვათა შორის. დაიკიდე სტიოპ! <3"

ნინა წკრიალაშვილი: "მე ვაფრენ შენს აქცენტზე და შენზე უფრო, ჩემო სიცოცხლე!"

შეგახსენებთ, საზოგადოება დიდხანს ქილიკობდა ტელე-პროექტ "ახალ ხმაში" მწვრთნელების პერფორმანსზე, სადაც ერთ-ერთი მწვრთნელი სტეფანეც იყო. პერფორმანსის მონაწილე მომღერლებს ქართული აქცენტით შესრულებული "crazy (Gnarls Barkley)"-ისთვის აკრიტიკებდნენ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს