ევროკომისია საქართველოს 30 მილიონ ევროს გამოუყოფს

  ევროკომისია საქართველოს 30 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვას დახმარების სახით დამატებით 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამასთან, ევროკავშირის ინფორმაციის თანახმად, საქართველო დახმარების სახით 30 მილიონ ევროს მიიღებს, თანხის მეორე ნაწილს კი მოლდოვა მიიღებს.

დახმარების პაკეტი მიმართულია საჯარო ინსტიტუციების, მოქალაქეთა და ბიზნესის დასახმარებლად, რათა მათ ისარგებლონ იმ ბენეფიტებითა და შესაძლებლობებით, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, ევროკავშირის ბაზარზე წვდომის ჩათვლით.

"საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან ურთიერთობების შეცვლის ერთგული რჩებიან, ერთობლივად გაზიარებული ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით. ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმება ამ ცვლილებებს შესაძლებელს გახდის და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით ახალ პერსპექტივებს გახსნის. ჩვენი დახმარება კი ამ პროცესის აკომპანირებას მომავალშიც გააგრძელებს", - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია