ახალსოფლის ეკლესიის მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა

ახალსოფლის ეკლესიის მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა

ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილის ანზორ ფერცელიძის განცხადებით, სოფელ ახალსოფელში ეკლესიის მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა.

როგორც ხელვაჩაურის გამგეობასთან ანზორ ფერცელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს სახელმწიფომ გადასცა.

"პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულების გამო და სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, სახელმწიფომ გადასცა საპატრიარქოს. ეკლესიის მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა. 2010 წლს დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მოკვლევა, ასევე, სამართალდამცველები აწარმოებენ გამოძიებას. თემა სენსიტიურია და დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა ანზორ ფერცელიძემ.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში გუშინ მშენებარე ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა და ოთხი ადამიანი ჩაიყოლა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია