"ნაციონალური მოძრაობა" - ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია, თითქოს ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია

"ნაციონალური მოძრაობა" - ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია, თითქოს ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია

ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია, თითქოს ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ოპოზიციური პარტიის ცნობით, ე.წ. მოდულის შენობაში გაიმართა საიდუმლო თათბირი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წარადგინონ ძველი აპარატურა და საზოგადოებას აცნობონ, რომ აღნიშნული აპარატურა გამოიყენებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მოსმენისთვის. "ინტერპრესნიუსი" "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოდულის შენობაში შედგა საიდუმლო თათბირი, სადაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დაიგეგმა მორიგი სპექტალის გათამაშება. ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია იმისა, თითქოს ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია. ამ მიზნით, უკვე შერჩეულია ძველი, ჩამოწერილი მოსასმენი აპარატურა. ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ყოფილ თანამშრომლებთან, რომ რომელიმე მათგანმა საკუთარ თავზე აიღოს და ყალბი ჩვენებით "დაადასტუროს" მთავრობის მიერ შემოთავაზეუბლი თავზეხელაღებული ვერსია. ცხადია, მსგავსი იაფფასიანი სპექტაკლი ვერ გადაფარავს არაერთგზის გამოაშკარავებულ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი მთავრობა აწარმოებს ტოტალურ მიყურადებას და უსმენს თავისსავე მინისტრებს. გვსურს, მოვუწოდოთ მთავრობას, ხელი აიღოს ამ სპექტაკლის დადგმაზე და ნუ ჩაიგდებს თავს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომელთაც აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ ამ უკანონობაში, გამოიჩინონ სიმტკიცე და არ შეასრულონ უკანონო მითითებები, რადგან ამ უკანონობის ყველა მონაწილე პასუხს აგებს კანონის წინაშე", - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა