შალვა თადუმაძე - პრეზიდენტი ვერც ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

შალვა თადუმაძე - პრეზიდენტი ვერც ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განმარტებით, პრეზიდენტი ევროკავშირთან ვერც გაწევრიანების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რადგან ევროკავშირთან მოლაპარაკებები მთავრობის მიერ არის დაწყებული.

საერთაშორისო ხელშეკრულებებზე პრეზიდენტის ხელმოწერის პრეროგატივასთან დაკავშირებით შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შემდეგი განმარტება გააკეთა:

"პრეზიდენტმა შეიძლება მოლაპარაკებები აწარმოოს საზღვართან, სამხედრო ხასიათის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან მოლაპარაკები დაწყებულია მთავრობის თანხმობით. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, ის არ არის გაწევრიანების ხელშეკრულება, შესაბამისად, ეს არგუმენტი საფუძველს მოკლებულია".

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მისი ეს განმარტება ნიშნავს თუ არა იმას, რომ პრეზიდენტს შეეძლება ევროკავშირთან გაწევრიანების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, თადუმაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გაწევრიანების ხელშეკრულებას ხელს ვერ მოაწერს, რადგან მოლაპარაკებები ევროკავშირთან დაწყებულია მთავრობის გადაწყვეტილებით. ამასთან, თადუმაძე აცხადებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირთან დაიწყო დღევანდელმა მთავრობამ 2014 წლის 27 იანვარს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა