''თანამედროვე საზოგადოება პატიოსნებას სექსით აღარ საზღვრავს...''

''თანამედროვე საზოგადოება პატიოსნებას სექსით აღარ საზღვრავს...''

ნიკა ქავთარაძესთან ინტერვიუ ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ჩავწერეთ. ქართული სუფრა, კაცობა, ქალის პატიოსნება, არატრადიციული ორიენტაცია - ეს იმ თემების ნაწილია, რაზეც ჩვენმა რესპონდენტმა საკუთარი მოსაზრებები გაგვაცნო.

- ძველ დროში არსებობდა აუცილებლად შესასრულებელი ქცევები, რაც მერე ტრადიციად ჩამოყალიბდა, მაგრამ როცა ტრადიცია ვერ მოიცავს დროს, სასაცილო და ხელისშემშლელი ხდება.

- რას ფიქრობ სუფრის ტრადიციაზე?

- ძველად სუფრა გახლდათ ადამიანთა ურთიერთობის საშუალება და მისი ძირითადი ფუნქცია იყო ემოციებისა და ამბების ერთმანეთისთვის გაზიარება, ალკოჰოლიც ხელს უწყობდა პიროვნებების გახსნასა და თავისუფალ საუბარს. მაგრამ სუფრაზე სპორტული ინტერესის გამო მოხვედრა, რომ ერთმანეთი დალევაში უნდა დავხოცოთ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აღიზიანებს. სხვათა შორის, მხოლოდ დიდგვაროვნებისა და მეფის კარზე გაშლილ სუფრებზე ეწყო უზღვავი საჭმელი და სასმელსაც დიდი ყანწებით სვამდნენ, თორემ ჩვეულებრივ სუფრებზე ცოტას მიირთმევდნენ და სვამდნენ იმისთვის, რომ მთავარი სიამოვნება ერთმანეთთან საუბრით მიეღოთ. თამადა კი ის ადამიანი იყო, რომელიც მაქსიმალურად ორიგინალურს გახდიდა შეხვედრას, მაგრამ როცა სუფრა იღებს ტაბელურ სახეს, ინტერესს კარგავს. ალბათ ამიტომაა, რომ ახალგაზრდებს კლუბში გართობა ურჩევნიათ, სადაც უფრო მეტ თავისუფლებას პოულობენ ურთიერთობისთვის; სუფრაზე კი რამეზე საუბარს რომ დაიწყებ, უცებ თამადა გეტყვის, შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე, ერთი წუთით მომისმინეთო...

- ნიკა, რა განსაზღვრავს ''კაცობას''?

- არ ვიცი. ჩემთვის კაცობა და ქალობა არის ადამიანობა. სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, პიროვნება იყოს კარგი, კეთილი, საქმეში წარმატებული, გულთბილი და სასიამოვნო ტიპი. ჩემთვის კაცობა იმით არ გამოიხატება, რომ ადამიანი აკეთებს 50 პრესს, სვამს 8 ლიტრ ღვინოს, ან ცოლად ჰყავს ყველაზე მაგარი გოგო ქალაქში.

- დღევანდელ დღეს რას ნიშნავს შენთვის ნამდვილი ''ქართველი ქალი''?

- ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, რომ ნაწილი უნდა მუშაობდეს, ნაწილი უნდა იწვეს ან ნაწილი დარბოდეს - არასწორია, ყველა ადამიანი მაქსიმალურად უნდა რეალიზდეს. ჩემთვის ნამდვილი ქართველი ქალი არის ქალი, რომელიც თავის საქმეში მაგარია, არის ბედნიერი და წარმატებული, უყვართ არა მარტო იმიტომ, რომ ლამაზია და კარგ ხაჭაპურს აცხობს, არამედ იმიტომ, რომ ეამაყებათ. მოკლედ, ჩემთვის მრავალმხრივ რეალიზებული ქალია მისაღები. მთავარია, რომ ის არ აღმოჩნდეს სტერეოტიპების მსხვერპლი და არ იფიქროს, რომ აუცილებლად უნდა იჯდეს სახლში, აკეთოს ქალური საქმეები. ქალი არ არის დამხმარე საშუალება, ის გახლავთ ადამიანი, რომელსაც უნდა მიეცეს საშუალება, იცხოვროს ადამიანურად და იყოს თითით საჩვენებელი.

- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ქალისა და კაცის მეგობრობა ვნების გარეშე?

- ადამიანებს შორის ურთერთობაში ყველაზე სასიამოვნო არის ფლირტი, აქ საუბარი არაა ფლირტზე ოჯახის წევრებს შორის. ქალი და მამაკაცი, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნებიან ისინი, სამსახურში, ავტობუსის გაჩერებაზე თუ სხვაგან, ბუნებრივად აწონებენ თავს ერთმანეთს, საერთოდ, ადამიანები ერთმანეთს ეპრანჭებიან. მეგობრობა თავისთავად არ გამორიცხავს, რომ მოგწონდეთ ადამიანი, და თუ მოგწონთ, მეგობრობთ, რატომ არ შეიძლება, ფიქრობდეთ მასზე, როგორც ქალზე. აქ, რასაკვირველია, გამოვრიცხავ რამე ამორალურს, მაგალითად, მეგობრის ცოლის თემას და ა.შ. ჩემი აზრით, მოსაზრება, რომ არ შეიძლება ქალისა და კაცის მეგობრობა ვნების გარეშე, ან გამონათქვამი: მყავს მეგობარი, რომელსაც ქალად ვერ აღვიქვამ, შეურაცხმყოფელია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება