რატომ გადაიღო სტეფანემ ''სელფი'' ტუალეტში - ''მე ეს საქმე ვიცი და მომენდნენ''...

რატომ გადაიღო სტეფანემ ''სელფი'' ტუალეტში - ''მე ეს საქმე ვიცი და მომენდნენ''...

მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი კონკურსის ჟიურიში გამოჩნდა, სტეფანე და გიორგი გაბუნია ერთმანეთს გამუდმებით ეპაექრებიან. თუმცა, როგორც თავად ამბობს, სტეფანეს ტელეწამყვანის ადვოკატობა აქვს შეთავსებული. ჟიურიში მუშაობა მუსიკოსისთვის უცხო აღარ არის, მაგრამ კონკურსანტების ''გაწირვა'' ძველებურად რთულია... ''X ფაქტორის'' მენტორს ''რუსთავი 2''-ში ვესტუმრეთ და პროექტზე, ''ევროვიზიაზე'', ტუალეტში გადაღებულ ''სელფიზე'' და ცოტაოდენი პირადზეც ვკითხეთ.

- სტეფანე, ათი კონკურსანტიდან ექვსის ''გაწირვა'' მოგიხდა, ყველაზე დრამატული მომენტი რომელი იყო შენთვის?

- მთელი ტურის განმავლობაში იყო ეს მომენტი. მანამდე ათივე კონკურსანტი გავიცანი, გვქონდა რეპეტიციები და თითოეული ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის, თუმცა რეპერტუარის მხრივ დიდად არ ჩავრეულვარ, არ ვიცოდი, ვის დავიტოვებდი და რომ გამეშვა, ხომ შეიძლებოდა ეთქვა, შენ არ შემირჩიე სიმღერა, ახლა რატომ არ მოგწონსო. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე, არ ჩავრეულიყავი, თუმცა ვისაც ძალიან ''პაპსა'' სიმღერები მოჰქონდა, ვთხოვდი, იქნებ, შეეცვალა არჩევანი.

- მახსოვს, ''ახალ ხმაში'' ხშირად გაკრიტიკებდნენ ამა თუ იმ კონკურსანტის ''გაწირვის'' გამო, წერდნენ, რომ არაობიექტური ხარ, რომ არ გესმის მუსიკა. ამ პროექტში თუ ყოფილა მსგავსი აგრესია შენზე?

- თიკა ბალანჩინზე დასწყდათ გული, თიკაზე მეც ძალიან დამწყდა გული, მაგრამ კრიტიკის ქარ-ცეცხლი ამ ჯერზე ნამდვილად არ ყოფილა. როგორც ჩანს, ხალხი მიეჩვია იმას, რომ მე ეს საქმე ვიცი და მომენდნენ.

- მომეჩვენა, თუ სალომე ტეტიაშვილი არ არის შენი ფავორიტი?

- არა, არ არის ასე, პირიქით, სალომე ტეტიაშვილი ჩემთვის, როგორც პროდიუსერისთვის, არის გამოწვევა, რამდენად შემიძლია, ის აქაურ რეალობას მივაწოდო.

- ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ სალომეს გამოსვლას მოჰყვა შენი ასეთი ფრაზები, რა უფლება მაქვს, ხალხის რჩეულს მხარი არ დავუჭიროო. ანუ ის, რომ შენ სალომე მოგწონს, როგორც ვოკალისტი, მომღერალი, არც ერთ ტურზე არ გითქვამს.

- მერე რა. სალომეს არ განვიხილავ, როგორც ვოკალისტს, ტეტიაშვილი არ არის ვოკალისტი, ის არის მდგომარეობა.

- სოციალური მდგომარეობა?

- არა, სალომე არის შემოქმედებითი მდგომარეობა. ის არის ხალხის რჩეული. ის არ არის ვოკალისტი, ვოკალისტი არის სოფო სააკაშვილი.

- მაგრამ შენ ის დატოვე გუნდში, როგორც ჩანს, მისი იმედი გაქვს.

- იმედი ერთია და მეორე არის გამოწვევა, როგორც პროდიუსერისთვის, რომ ვიმუშაო ქართულ ბაზარზე და გავუგო ქართველ ხალხს. აქამდე არ მესმოდა ქართველი მსმენელის, ჩემთვის მიუღებელი იყო ტენდენციური, პოპულარული მომღერლები, რომლებიც მოდაში იყვნენ და რომელთა სიმღერებსაც უსმენდა მასა.

- დღეს რა შეიცვალა?

- ასეთი მომღერლები დღემდე მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ჩემი პროფესიის მიმართ. ანუ, თუ ვმუშაობ ამ ქვეყანაში, ნება უნდა ვიბოძო და გავითვალისწინო იმ ადამიანების აზრი, გემოვნება, რომლებისთვისაც ვმუშაობ. გემოვნება აბსტრაქტული ცნებაა, მთავარია, არ იყოს უხარისხო, თორემ გემოვნებაზე ხომ არ დავობენ. მე არ ვარ გემოვნების მეტრი.

- თუმცა მახსოვს შენი განსაკუთრებული გაღიზიანება, როცა რომელიმე კონკურსანტი რუსულ სიმღერას ასრულებდა.

- ამ პროექტში წარმოდგენილი რუსული სიმღერები იყო მდაბიო ხარისხის. ამას ემატება ჩვენი დამოკიდებულება, თუნდაც პოლიტიკური. მე მიმაჩნია, რომ ეს სახელმწიფო ''ბეზპრიდელნად'' ოკუპანტია ჩვენი ქვეყნის და ხელს გვიშლიან განვითარებაში. ვინც ამაში არ მეთანხმება, მათი პრობლემაა, ბრტყელტვინიანი და ერთუჯრედიანი პრობლემა. ამიტომაც არ მინდა, ამ რაოდენობის დაბალი ხარისხის რუსული ესტრადის აგიტაცია ქართული ტელევიზიით მიმდინარეობდეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება