კახა კალაძე პრემიერის განცხადებას მექანიკურ შეცდომად აფასებს

კახა კალაძე პრემიერის განცხადებას მექანიკურ შეცდომად აფასებს

ვიცე პრემიერი კახა კალაძე პრემიერის განცხადებას, რომ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებს, მექანიკურ შეცდომად აფასებს , - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

შეხვედრას, რომელსაც "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ხელმძღვანელი და საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ, ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ პრემიერის ის განცხადება იყო, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნება" არ დაუშვებს თვითმმართველობის არჩევნებში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას.

"რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, თქვენ თუ თავიდან ბოლომდე ნახავთ პრემიერის სიტყვას, ის ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ გაიმარჯვოს სხვა პოლიტიკურმა ძალამ და ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის მოტივი, რომ ისინი ყველგან იყვნენ გამარჯვებულები, ასევე გვაქვს ჩვენ, გვინდა, რომ ყველგან გავიმარჯვოთ. უბრალოდ, მერე "არ დავუშვებთ" მის მიერ გაკეთებული განცხადება, ვფიქრობ, რომ მექანიკური შეცდომა იყო", - განმარტა კახი კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა