აშშ საქართველოსთვის დამატებით 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფს

აშშ საქართველოსთვის დამატებით 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოსთვის დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას დაჰპირდა. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"აშშ-ი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძლიერი მხარდამჭერია, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს უსაფრთხოება და წინააღმდეგობა გაუწიოს გარე ზეწოლას. ამ მიზნების მხარდასაჭერად, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან 7 ივნისს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა დამატებით 5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ. აღნიშნული თანხით დახმარება გაეწევა ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბორდერიზაციით დაზარალდნენ, ასევე, დახმარება მოხმარდება რეგიონში დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს დაეხმარება საქართველოს მთავრობას, გაატაროს რეფორმები სამართლებრივი ინსტიტუტების გასაძლიერებლად", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დახმარების ნაწილი ასევე მოხმარდება ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების მონიტორინგს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დახმარებას წინ ჯონ კერის მიერ გამოცხადებული 1,5-მილიონიანი დახმარება უძღოდა, რომლის შესახებაც მან საქართველოს-ამერიკის სტატეგიული პარტნიორიობის შეხვედრაზე 26 თებერვალს განაცხადა.

"საერთო ჯამში აშშ-ს მიმდინარე წელს საქართველოსთვის გაწეული აქვს 65-მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა