ეკა ხერხეულიძე ხელისუფლებას "სამართლიანობის აღდგენის" გზას ასწავლის

ეკა ხერხეულიძე ხელისუფლებას "სამართლიანობის აღდგენის" გზას ასწავლის

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ხელისუფლებას "სამართლიანობის აღდგენის" გზას სთავაზობს.

"დაუბრუნეთ ბათუმს წყალი "მატორზე", ქუჩებში ფეკალიები, ჩაუჭერით ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა, დაანგრიეთ სასტუროები, კინო, თეატრი , სკოლები, საავადმყოფოები, აყარეთ ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები, დაწვით და მოშანთეთ ანბანის კოშკი და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჩაჭერით საბაგირო გზა,ზღვაში გადაუშვით ალი და ნინო, იუსტიციის სახლში გახსენით ძაღლსაშენი, გააუქმეთ აეროპორტი, ყველა ახალ თანამედროვე რესტორანსა და კაფეს ჩაუმსხვრიეთ მინები და დატოვეთ მხოლოდ "მარსელი", ჩამოაჭერით ბულვარს 11 კილომეტრი და ისევ ჭაობში დაფალით სანაპირო ზოლი, პიაცას დაუბრუნეთ "კომუნალკის"სტატუსი, ადამიანებს მეხსიერებიდან წაუშალეთ ჰილარი კლინტონის და სხვა სრუმრების აჭარით აღფრთოვანება, აღარ გაბედოთ გრანდიოზული კონცერტების ჩატარება დაე, ისევ საბრინამ იმღეროს ხალხის საამებლად, დააბრუნეთ საბაჟოზე კორუფცია, ჩოლოქზე საზღვარი, გონიოში დააბრუნეთ რუსეთის სამხედრო ბაზა და ბუნებრივად "აღსდგება სამართლიანობა".

რა საჭიროა ადამიანებზე თავდასხმა, ამას თუ შეასრულებთ, უმალ იმ ბათუმის პანორამას იხილავთ, რისი ნოსტალგიაც ასე მძლავრად სჭარბობს თქვენში...", - წერს ხერხეულიძე.

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრისას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების - გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და გიორგი ბარამიძის მოსახლეობასთან შეხვედრისას რუსთაველის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეხვედრაზე დაპირისპირება პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ჯემალ რუაძის და "სახალხო კრების" წევრის დავით ლორიას მისვლის შემდეგ დაიწყო.

როგორც დავით ლორია აცხადებს, 26 მაისის მოვლენების დროს, იგი აწამეს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების მორალური უფლება არ აქვს.

ფიზიკური დაპირპირების დროს დავით ლორიას პერანგი დაეხა. შეხლა-შემოხლა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრა გაგრძელდა.

ნახეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს