9 ფრაზა, რომელიც ბავშვს არ უნდა უთხრათ!

9 ფრაზა, რომელიც ბავშვს არ უნდა უთხრათ!

1. "თავი დამანებე!" - ამ გზავნილის ვარიანტი ბევრი შეიძლება იყოს: "შემეშვი", "ხელს ნუ მიშლი", "ახლა არ მცალია", "შემეშვი, მაცალე" და ა.შ. თუ ამ ფრაზებს ხშირად წარმოთქვამთ, ბავშვს უყალიბდება შვილისა და მშობლის ურთიერთობის მოდელი, რომელშიც მას სულაც არ აქვს პირველი ადგილი. შედეგი ეს აუცილებლად აისახება მშობლებისა და წამოზრდილი შვილების ურთიერთობაზე. ყველაზე რთულ შემთხვევებში, გზავნილი "გადი აქედან, ხელს ნუ მიშლი", ბავშვმა შეიძლება, პირდაპირ გაიგოს.

ჯობს, უფრო მსუბუქად მიმართოთ ხოლმე ბავშვს, მშვიდად აუხსნათ, რომ ამ წუთას რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებთ. თუ ასე არ არის, მაშინ აუცილებლად მოუსმინეთ, რა სურს. იქნებ, მხოლოდ მოფერება უნდა, ან ერთი სიტყვის თქმა: "მიყვარხარ".

2. "შენ ისეთი..." – ბავშვისთვის მორგებულმა იარლიყმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე. მოფერებითი ფორმითაც კი ასეთი იარლიყი მას დიდ ზიანს მიაყენებს. "სულელო", "წუწუნა", "ზარმაცო" - ჯობს, სულ არ გამოიყენოთ ეს სიტყვები ბავშვებთან. ან კიდევ უარესი ფორმები: "დებილო", "შტერო" და ა.შ. მით უმეტეს, არ შეიძლება ამგვარი სიტყვების რამდენჯერმე გამეორება.

3. "ნუ ტირი" - ეს მშობლების მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფრაზაა. მისი ხშირი გამეორებისას ბავშვს აგებინებთ, რომ ის განცდები თუ მოვლენები, რის გამოც ის ტირის, არ არის ნამდვილი, არ იმსახურებს ყურადღებას, უმნიშვნელოა. თუ ბავშვი ტირის, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება მისი ტირილის შესაჩერებლად, თუ უბრალოდ შეიცოდებთ, მოეფერებით და აჩვენებთ, რომ გესმით და იღებთ მის გრძნობებს. რასაკვირველია, თუ ამას მეტისმეტად ხშირი ხასიათი არ აქვს და ბავშვი მხოლოდ იმიტომ არ ტირის, რომ მორიგი ახირება "გაიტანოს".

4. "ნუთუ არ შეგიძლია, იყო როგორც..?" - მსგავსი შედარებები დასთან, ძმასთან, მეზობლის ბავშვთან თუ ვინმე სხვასთან, საკმაოდ საშიშია, რადგან გარდა იმისა, რომ ბავშვს წყენისა და ეჭვიანობის განცდას უჩენს, ნეგატიური რეაქციის პროვოცირებასაც ახდენს – პირიქით, არ გააკეთებს იმას, რასაც მისგან ითხოვთ.

5. "დროზე!" - გასაგებია, რომ ეს ფრაზა ყველაზე ხშირად მაშინ ისმის, როცა მშობლებს ეჩქარებათ.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს