"კაცმა უნდა ნახოს, რა ჯოჯოხეთური ტკივილია შვილის გაჩენა" - უნდა დაესწროს თუ არა ქმარი ცოლის მშობიარობას?

"კაცმა უნდა ნახოს, რა ჯოჯოხეთური ტკივილია შვილის გაჩენა" - უნდა დაესწროს თუ არა ქმარი ცოლის მშობიარობას?

შვილის ამქვეყნად მოვლინება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა უნდა დაესწროს თუ არა ამ ფაქტს მამა, ან სხვა ადამიანი დედის გარდა, ეს ჯერ კიდევ სადავო საკითხია. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ არაა სასიამოვნო, ქმარმა ცოლი მშობიარობის არაესთეტიკურ მომენტში ნახოს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მშობლებმა ერთად უნდა გაიზიარონ შვილის დაბადების სიხარული.

ამ საკითხზე ახალგაზრდა ცნობილ დედებს ვკითხეთ აზრი, მაგალითად, ანუ გიუნტერს, რომელსაც მეუღლე ესწრებოდა მშობიარობის დროს. არც გია ჯაჯანიძე გამოგვრჩენია, რომელმაც ამ მხრივაც გამოიჩინა ორიგინალურობა და არათუ საკუთარი შვილის, არამედ შვილიშვილის დაბადებას დაესწრო.

ანი გიუნტერი: "კაცი ცოლის მშობიარობას კი არა, საკუთარი შვილის დაბადებას ესწრება"

- ჩემი მშობიარობა არაპრეტენზიული ორსულობის გაგრძელება იყო. ზოგადად, ქალი ორსულიც და არაორსულიც ისე იქცევა, რის საშუალებასაც ქმარი აძლევს. ჩემი მეუღლე, კახა, ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ უპრეტენზიო და უპრობლემო ორსული ვიყავი და მეც როლში შევიჭერი (იღიმის). ჩემმა გერმანულმა გაკაჟებამ ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს, არც ისე კარგი სამსახური გამიწია, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ქმარი დარწმუნებულია, რომ არ შეიძლება, მე რამე მტკიოდეს. ამის მაგალითად ჩემი მშობიარობა მოჰყავს - რასაც სხვა ქალები ჭკუიდან გადაჰყავს, შენ ისე გადაიტანე, იმის ფონზე ძნელი დასაჯერებელია, რამე გტკიოდეს ან გაწუხებდესო.

- ამბობენ, მშობიარობაზე დასწრების შემდეგ მამაკაცები ცოლების მიმართ კიდევ უფრო მგრძნობიარეები ხდებიანო...

- არ მოვქცეულვარ ბლოკში ისე, რომ ჩემი მეუღლე შემეწუხებინა და ეს მიხაროდა. ჩუმად დავდიოდი და სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებდი. სიცილის თერაპიაც დამეხმარა მდგომარეობის შემსუბუქებაში. ეგ კი არა, ჩემთვის განკუთვნილ ლოგინზე კახას ჩაეძინა. რომ გაიღვიძა, გაოცებულმა მკითხა, რას დადიხარ აქეთ-იქითო? ძალიან მშვიდად ვუპასუხე, ვმშობიარობ-მეთქი. უშუალოდ ბავშვის დაბადების წინ ექიმმა მკითხა, მეუღლე გავაღვიძოთო? შევყოყმანდი, ვიფიქრე, იქნებ უკვე დაბადებული ბავშვი ჩავახუტო-მეთქი, ავტომატურად ისევ მის კომფორტზე ვფიქრობდი, მაშინაც კი გავუფრთხილდი, როცა ერთად უნდა გაგვეზიარებინა ის დიდი სიხარული, რაც შვილის დაბადებაა... ბოლოს, რა თქმა უნდა, მაინც შევაღვიძე და... ზუსტად 3 წუთში, ოჯახში უკვე სამნი ვიყავით. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი შვილების მამას იმ ყურადღებისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოუხატავას.

ისეთ მომენტში, როცა შვილი უნდა გაგიჩნდეს, საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის, მაინც სასიამოვნოა. ამიტომაც, მეორე შვილზე მშობიარობისას კახას დასწრება-არდასწრების საკითხი არც განიხილებოდა, თუმცა დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი იმაში, თუ როგორ შემიძლია და შემეძლო გავმკლავებოდი ტკივილს და ამეტანა ეს ყველაფერი, ალბათ არ ვისურვებდი მეუღლის ჩემთან ერთად ყოფნას. იმდენად ჩუმად ვიყავი, რომ თვითონ კახამ მითხრა, ზრდილობის გულისთვის მაინც წამოიკივლეო.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია