"ნარმანიას უმწეო სახე", როდესაც ხადური თავზე კოცნის - გოგი გვახარიასა და ნოდარ ლადარიას ქილიკი წარმატების აღმნიშვნელ ამბორზე

"ნარმანიას უმწეო სახე", როდესაც ხადური თავზე კოცნის - გოგი გვახარიასა და ნოდარ ლადარიას ქილიკი წარმატების აღმნიშვნელ ამბორზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია 46,48%-ით ლიდერობს.

101 უბნის პირველადი შედეგები ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წარმოადგინა.

პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამარჯვებას უკვე აღნიშნავენ "ქართულ ოცნებაში". სოციალურ ქსელში შტაბში გადაღებული ფოტო ვრცელდება, რომელშიც დავით საგანელიძე, დავით ნარმანია და ნოდარ ხადური არიან. ფოტოზე ნოდარ ხადური მერობის კანდიდატს, ნარმანიას თავზე კოცნით ულოცავს არჩევნების პირველად შედეგებს.

წარმატების აღმნიშვნელ კოცნას იუმორისტული შეფასებები მოჰყვა. ჩვენ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

"თმებსაც ჭამს ხადური?"

ნოდარ ლადარია: არა, მოშიმშილე გრაფ უგოლინოს როლზე მიიწვია ფრანკო ძეფირელიმ ახალ ბლოკბასტერში "ღვთაებრივი კომედია"...

გოგი გვახარია: "ნათელაშვილმა თქვა ახლა, ეს სოდომ-გომორას კოალიციააო:)"

ნინო წიფურია: "ნარმანიას უმწეო სახე..."

ვეფხია წიკლაური: "ე ბიჭო, წაგლიჯეთ ხელიდან, თორემ მოაჭამა თავი!"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა