"დაალომბარდებ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება" - მოსწავლეების აზარტული გატაცებები

"დაალომბარდებ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება" - მოსწავლეების აზარტული გატაცებები

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა ლამის მთელი ერი გააერთიანა. ქომაგების უზარმაზარი არმია მასმედიით გაჩაღებულმა პიარ-კამპანიამაც წააქეზა. ფეხბურთის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ დიდი სპორტის უკან ხომ დიდი სათამაშო ბიზნესიც დგას, რომელიც ათასობით ახალგაზრდას უნგრევს ცხოვრებას. ყველაზე უარესი ისაა, რომ ამ ინდუსტრიაში მოზარდებიც არიან ჩართული. ონლაინ-ტოტალიზატორებში სხვისი პირადობის მოწმობებით დარეგისტრირებული მოსწავლეები თავით ეშვებიან აზარტის სამყაროში. ასეთი გატაცებები რითაც სრულდება, ყველამ კარგად იცის. ამჯერად პრობლემის თაობაზე არა ექსპერტებს, არამედ თავად მოზარდებს გავესაუბრეთ.

"ახლა ჩემპიონატია და დიდი თუ პატარა, ყველა თამაშობს. 13-14 წლიდან ზევით, ვისაც ფეხბურთის რამე გაეგება, ტოტალიზატორის ბილეთებს აკეთებს. ადრე მეც ვთამაშობდი, მაგრამ არ მევასება ეგეთი რამეები, ფეხბურთის დიდი ფანიც არ ვარ. სამაგიეროდ, მთელი ჩემი საძმაკაცო მაგაშია ჩაბმული. ბავშვებს რა უნდა მოკითხო, რამდენიც გინდა იმდენია, მამებთან ერთად რომ აკეთებს ბილეთებს, ოჯახური გასართობია, რა", - მიყვება მე-11 კლასელი ლევანი.

- ბილეთებს როგორ "აკეთებენ", ტოტალიზატორში შესვლა ხომ 18 წლამდე პირებისთვის აკრძალულია.

- ვისაც არ უშვებენ, ტოტალიზატორის შესასვლელთან დადგება და ვინმე უფროსს სთხოვს, რომ ფსონი დაუდოს. უარს ვინ ეტყვის?!

- ასე სისტემატურად სათამაშო ფული საიდან აქვთ?

- დაალომბარდებენ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება.

- კომპიუტერი როგორ გააქვთ სახლიდან მშობლების გარეშე?

- იტყვიან, ვინდოუსი მაქვს გადასაყენებელიო, რაღაც უნდა ჩავწეროო ან რაიმე ამგვარს... მაგის მოფიქრებას რა უნდა. ოქროს ჯვრებს და ცეპებსაც ალომბარდებენ.

ლაშა, 15 წლის: "ახლახან წააგო ჩემმა კლასელმა 150 ლარი. ახლაც მაჩვენა ბილეთი, 30 ლარი უნდა დავდო და შენ რას მირჩევო"

- ბევრი ბავშვი თამაშობს შენს ირგვლი?

- მთელი სკოლა. ინტერნეტ-ტოტალიზატორებში ხან ბურას, ხან პოკერს ვთამაშობთ.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია