ფესტივალი "მართლმადიდებელი რუსეთის ხმები" საქართველოში ჩატარდება

ფესტივალი "მართლმადიდებელი რუსეთის ხმები" საქართველოში ჩატარდება

მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდი საქართველოში ფესტივალის - "მართლმადიდებელი რუსეთის ხმების" ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს.

როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის თხოვნით, ფესტივალის ჩატარების თარიღმა ივლისიდან სექტემბერში გადაინაცვლა. ადრე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ღონისძიება 12-16 ივლისს გაიმართებოდა.

"მართლმადიდებელი რუსეთის ხმების" საქართველოში ჩატარება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში გადაწყდა", - წერს "რია ნოვოსტი".

"ყოველწლიური სასულიერო-კულტურული პროგრამა "მართლმადიდებელი რუსეთის ხმები", საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნით, 2014 წლის სექტემბრისთვის არის გადატანილი", - ნათქვამია ფონდის განცხადებაში. ღონისძიების თარიღის შეცვლის მიზეზს არ ასახელებენ.

მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის სამეურვეო საბჭოს, რომელიც 1995 წელს შეიქმნა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს. 

ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნებში წამყვანი რუსული სასულიერო კოლექტივების გამოსვლის ორგანიზებას.

როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, 2013 წელს მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ყოველწლიური პრემიის ლაურეატი გახდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია