"ბუნჩულა, აიღე ვედრო, ჩვარი და ხეხე მანქანები" - სოციალურ ქსელში ჭიკაიძის განცხადებას აკრიტიკებენ

"ბუნჩულა, აიღე ვედრო, ჩვარი და ხეხე მანქანები" - სოციალურ ქსელში ჭიკაიძის განცხადებას აკრიტიკებენ

სოციალურ ქსელში ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმთან დაკავშირებით შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას ეხმაურებიან.

"მე მჯერა, რომ ოსი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს ერთობა ჰქვია", - ამის შესახებ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი გეგმავს, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი რეფერენდუმზე გაიტანოს.

"ჩემი შეფასება, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ეს იქნება ისეთი ნაბიჯი, რომელიც ოსი ხალხისთვის იქნება მიუღებელი, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არ მოხდება და ოსი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საქართველოს ერთობა", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

სერგი კაპანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოცოაციის" დამფუძნებელი:

:)))))))

შინაგან საქმეთა მინისტრს არ ესმის რომ:

- ეს რეფერენდუმი ფარსია

- ნებისმიერი ასეთი რეფერენდუმი არალეგიტიმურია, რადგან ქართველები გამოყრილები არიან

- მთავარი მესიჯი უნდა იყოს, რომ საფრთხეა ცხინვალის ანექსიის რუსეთის მხრიდან

- თქმა, რომ ამ რეფერენდუმში ოსი ხალხი გადაწყვეტს საქართველოსთან გაერთიანებას, არის აბსურდული.

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

"ბუნჩულა, ხომ გითხარი - ვედრო, ჩვარი და ხეხე მანქანები. ვინ დაგაბრალა შენ სტრატეგია..."

გიგი უგულავა, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე:

No comment

ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი:

"ამას სკოლის ატესტატი ნაღდად აქვს?".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს