სიკვდილით დასჯის სულისშემძვრელი ისტორია

სიკვდილით დასჯის სულისშემძვრელი ისტორია

კაცისმკვლელი

ერთხელ ტეხასის შტატში ვინმე რონი ბლეკვილმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. მან სახლის პატრონი დაახრჩო, რომლისგანაც ოთახს ქირაობდა, შემდეგ თავი მოაჭრა და მუცელი გაუფატრა, მაგრამ ესეც არ იკმარა. თავისი მსხვერპლის თოთხმეტი წლი გოგონა გააუპატიურა და შემდეგ დაახრჩო.

ბლეკვილის ბრალეულობა სრულად დადასტურდა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მას ერთხმად მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა.

რონიმ თავისი უფლებით ისარგებლა, რაც სასჯელის აღსრულებაზე ხუთი ადამიანის მიწვევის საშუალებას აძლევდა და ინტერნეტით აუქციონი გამოაცხადა, - ვინ უფრო მეტს გადაიხდიდა ''უდანაშაულოს'' ეგზეკუციაზე დასასწრებად. სასტარტო ფასი 100 დოლარს შეადგენდა. ''მოსაწვევი ბილეთების'' ღირებულებამ საბოლოოდ 1500 დოლარამდე აიწია. თანხა რონის მარტოხელა დედისთვის იყო განკუთვნილი. თავად იგი უმამოდ იზრდებოდა და ციხეში მოხვედრამდე სამშენებლო ფირმაში მებათქაშედ მუშაობდა.

''შევიწყალოთ!''

განაჩენის გამოტანის შემდეგ შტატის გუბერნატორის მეუღლე - სიუზანი, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც უჭერდნენ მხარს, ყოველმხრივ ცდილობდა, სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვლილიყო. კანონის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ თავად გუბერნატორს - რიკ პერის შეეძლო.

- როგორ არ გესმის, - არწმუნებდა სიუზანი მეუღლეს, - საბრალო ბიჭი სულ ოცდაერთი წლისაა. დიახ, მან საშინელი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ჩვენ გულმოწყალენი უნდა ვიყოთ.

გუბერნატორი უარზე იდგა: რონის დასჯა კარგი გაკვეთილი იქნება იმ ყმაწვილებისთვის, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიაჩნიათ. სიუზანი მღვდლის ქალიშვილი გახლდათ და მაინც გამუდმებით ევედრებოდა მეუღლეს, რათა მას ქრისტიანული თანაგრძნობა გამოეჩინა.

- თუკი დასჯა 3 მილიონ 200 ათასი ღირს, იმ ბრალდებულის შენახვა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, გადასახადების გადამხდელებს ორი მილიონით უფრო ძვირი უჯდებათ, - ამბობდა რიკ პერი.

- როგორ შეგიძლია, ადამიანის სიცოცხლე ფულით შეაფასო! - ბრაზობდა სიუზანი. - შენი წინამორბედი ჯორჯ ბუშისგან ნუ იღებ სამარცხვინო მაგალითს. მართალია, პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მისი გზა ოლიმპისკენ გვამებით იყო მოფენილი!

მართლაც, როგორც სტატისტიკა მოწმობს, როდესაც ჯორჯ ბუში-უმცროსი ტეხასის გუბერნატორი იყო, რამდენიმე წლის განმავლობაში მის შტატზე მთელი ქვეყნის სასიკვდილო ეგზეკუციათა მესამედი მოდიოდა, ხოლო 2000 წელს მომავალმა პრეზიდენტმა ყველა რეკორდი მოხსნა - აშშ-ში ჩატარებული 85 სიკვდილით დასჯის შემთხვევიდან 41 ტეხასზე მოდის. ეს ეგზეკუციათა ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც საუკუნის დასაწყისიდან მხოლოდ ერთ შტატში მთელი წლის განმავლობაში ჩატარდა. ჯორჯ ბუშმა, რომელსაც მთელი თავისი მმართველობის პერიოდში არც ერთი ბრალდებული არ შეუწყალებია, 17 სასიკვდილო ეგზეკუციას პირადი დასწრებით ''დასდო პატივი''. ამასთან, სრულიად არ აღელვებდა ის ფაქტი, რომ ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა დნმ-ის ანალიზთა გამოყენებით გამოიკვლია ქვეყნის ყველა სასამართლო პროცესი და მივიდა დასკვნამდე, რომ შემთხვევათა 4,5%-ში ამერიკულ თემიდას სასიკვდილო განაჩენი უდანაშაულო ადამიანებისთვის გამოაქვს.

მაგრამ, ამ გამოქვეყნებული მონაცემების მიუხედავად, აშშ-ის საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს სწამს, რომ სიკვდილით დასჯა სამართლიანი მეთოდია. გარდა ამისა, რიგით ამერიკელთა უმრავლესობას არ სურს, გადაიხადოს გადასახადები იმ მსჯავრდებულთა შესანახად, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. მეუღლესთან კამათში სწორედ ამას ეყრდნობოდა, პირველ რიგში, რიკ პერი.

იხილეთ გაგძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ