არ თხოვდები? ეს ჰობი შენს ასაკს შეეფერება? - როგორ ვუპასუხოთ უტაქტო შეკითხვებს?

არ თხოვდები? ეს ჰობი შენს ასაკს შეეფერება? - როგორ ვუპასუხოთ უტაქტო შეკითხვებს?

არ აქვს მნიშვნელობა, დიდ ქალაქში ცხოვრობთ, თუ სოფელში - ჭორიკანა მეზობლებსა და ნათესავებს ვერსად გაექცევით. ალბათ, ხშირად გეკითხებიან ისეთ თემებზე, რომელიც თქვენი ოჯახის გარდა, წესით, სხვას არ უნდა აინტერესებდეს. COSMOPOLITAN-მა საზოგადოებას უტაქტო შეკითხვების ის სია წარუდგინა, რომელიც 20 წლის ზემოთ ქალს არ უნდა ჰკითხოთ.

1. არ გეხამუშება 30 წლის რომ ხდები? - არა! ცხოვრება 30 წლის ასაკში არ სრულდება. თანაც, შენ ეს ასაკი ხომ უკვე გამოიარე? (ან თავად რომ გახდები 30 წლის, შენი შეკითხვა გაიხსენე).

2. არ ფიქრობ, რომ ამ საქმისთვის ზედმეტად მოხუცი ხარ? - მოზრდილი მამაკაცები დღემდე ვიდეო თამაშებს თუ თამაშობენ, ქალები რითი ვართ ნაკლებები? ნუთუ არსებობს ასაკობრივი ლიმიტი იმასთან დაკავშირებით, როდის აიღო მართვის მოწმობის ლიცენზია?

3. როდის თხოვდები? - როცა მზად ვიქნები, ნახვამდის.

4. შვილების გაჩენას არ აპირებ? - ამ უზრდელურ შეკითხვაზე ისეთივე პასუხია, როგორც მესამეზე. შეკითხვა - ორსულად რატომ არ ხარ, ყველა ეთიკურ ზღვარს სცილდება, რადგანაც პასუხი ისედაც ვიცით: ამის მიზეზი შეიძლება იყოს უნაყოფობა, მუცლის მოწყვეტა, აბორტი, ან უბრალოდ, არ სურს ამ ეტაპზე შვილის გაჩენა.

5. შენს ასაკში 2 შვილი მყავდა და შენ? - ძალიან სასიამოვნოა, რომ სურვილი გაგიჩნდა, ჩემს ასაკში გემშობიარა და შვილები გყოლოდა, მაგრამ ამ ეტაპზე მე ავსტრალიაში გიჟური დასვენება მირჩევნია.

6. არ გშურს, როდესაც ახალგაზრდა გოგონას ის აქვს, რაც შენ არა? - ზოგჯერ მშურს, მადლობა რომ მკითხე. ზოგჯერ მოსაბეზრებელიცაა, როცა ჩემს "ფეისბუქის" გვერდზე ძირითადად ქორწილის და ბავშვის ფოტოები მაქვს, ახალგაზრდა გოგონები კი კლუბში გადაღებულ სექსუალურ კადრებს ტვირთავენ, თუმცა ასეთ დროს მახსენდება, რომ კარგი სამსახური მაქვს და კიდევ ის, რომ დასვენების დღეებში ძაღლს სანაპიროზე გავასეირნებ.

7. არ მჯერა, რომ უკვე ნაოჭები და ჭაღარა გაქვს! - ალბათ, თავადვეც ხვდებით, რომ ცივ და არამეგობრულ ადამიანს შეხვდით.

8. როდის უნდა მორჩე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დაქირავებას, ან სესხებას? - როცა ვალების ფერია მესტუმრება და ყველა სესხს დამიფარავს.

მომზადებულია cosmopolitan.com-ის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ: უტაქტო და უხერხული კითხვები, რომლებსაც ქართველები ხშირად სვამენ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს