ირაკლი ღარიბაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება

ირაკლი ღარიბაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება

დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ევროპის ერთიანი ოჯახის - ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმება სწორედ ის საძირკველია, რომელზეც აშენდება საქართველოს ევროპული მომავალი. ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო წარმატებით გაივლის ამ გზას.

"ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. ამდენად, ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოებით საქართველო მიაღწევს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ქვეყანას მტკიცედ დააკავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებით საზოგადოების ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის სარგებელი და ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსთვის იწყება ევროინტეგრაციის პროცესის ახალი ეტაპი.

"ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსთვის იწყება ევროინტეგრაციის პროცესის ახალი ეტაპი - საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე გზა ევროკავშირისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისგან - მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისა და მთელი საზოგადოებისგან – მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ურყევი ნებაა საბოლოოდ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპის ერთიან ოჯახში.

"ასოცირების შეთანხმება სწორედ ის საძირკველია, რომელზეც აშენდება საქართველოს ევროპული მომავალი. ეს შეთანხმება და გვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ოცნების განხორციელებაში", - აღნიშნა პრემიერმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა