სალომე ზურაბიშვილის სკანდალური აღიარება: "მარიხუანა და კოკაინი გასინჯული მაქვს"

სალომე ზურაბიშვილის სკანდალური აღიარება: "მარიხუანა და კოკაინი გასინჯული მაქვს"

საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, "საქართველოს გზის" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში "მზიმე კაცთან" სტუმრობისას აღიარა, რომ ახალგაზრდობის წლებში მარიხუანა და კოკაინი გაუსინჯავს.

- საფრანგეთში როგორ ერთობოდით, მარიხუანას თუ ეწეოდით?

- არა მარიხუანას არ ვეწეოდი, გავსინჯე მარიხუანა ერთხელ ცხოვრებაში და ძალიან არ მომეწონა. და გავსინჯე ერთხელ კოკაინი. ორივე მაქვს გასინჯული. ამერიკაში ვიყავი ახალგაზრდებთან ერთად და მითხრეს, რომ მარიხუანას გასინჯვა აუცილებელი იყო, მეც დავთანხმდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ ყველა მიდიოდა ცალ-ცალკე და ცალ-ცალკე იცინოდა. ხალასი ერთად ყოფნა სრულებითაც არ იყო, რაც მიმზიდველი იქნებოდა. კოკაინს საერთოდ ვერ მივხვდი, არავითარი შედეგი არ ჰქონდა.

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ნარკოდამოკიდებულების პრობლემის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ახალგაზრდების დასაქმებასა და პერსპექტივას, რისი უქონლობაც მათ ნარკოტიკების მოხმარებისკენ უბიძგებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნაწილი ახალგაზრდებისა საზღვარგარეთაა, საქართველოში მცხოვრების ახალგაზრდების დიდი ნაწილი კი სხვადასხვა ნარკოტიკის მომხმარებელია, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც ერის გენეტიკურ დეგრადირებას იწვევს. ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის არ უნდა აპატიმრებდნენ.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია