ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი კორუფციაში, პირადი მიზნებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და პროფესიული საიდუმლოს დარღვევის ფაქტის დამალვაში. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

სარკოზის გარდა, ბრალი ასევე წაუყენეს სარკოზის პირად ადვოკატს ტიერი ერცოგს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჟერარ აზიბერს.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

გამოძიება მიიჩნევს, რომ სარკოზი, საკასაციო (უზენაესი) სასამართლოში მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე, თავისი ადვოკატის ტიერი ერცოგის მეშვეობით ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას. გამოძიების თანახმად, თავის მხრივ, სარკოზი საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ მოსამართლე აზიბერს მონაკოში პრესტიჟულ თანამდებობას შეპირდა. კერძოდ, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფოს ყოფილ ლიდერს შეეძლო უკანონოდ მიეღო ინფორმაცია მისი მობილური ტელეფონის მოსმენის თაობაზე.

ამასთან, გამოძიების ვარაუდით, 2007 წლის სარკოზის წინასაარჩევო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მოამარ კადაფი აფინანსებდა. 2012 წლის დეკემბერში ფრანგმა ბიზნესმენმა ზაიდ ტაკიემენმა განაცხადა, რომ ლიბიის ხელისუფლების მიერ სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მტკიცებულებები აქვს. მოგვიანებით, ფრანგულმა ონლაინ გამოცემა MediaPart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლიბიის ყოფილმა ლიდერმა 50 მილიონი ევრო გადარიცხა სარკოზის საარჩევნო შტაბში. 

59 წლის ნიკოლა სარკოზიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა