ირინა შეიკს რეჟისორები მხოლოდ სტრიპტიზის მოცეკვავის როლებს სთავაზობენ

ირინა შეიკს რეჟისორები მხოლოდ სტრიპტიზის მოცეკვავის როლებს სთავაზობენ

ირინა შეიკს მხოლოდ სამოდელო ბიზნესი აღარ აკმაყოფილებს და ძალების მოსინჯვას კინოში, გადასაღებ მოედანზე აპირებს. თუმცა, რეჟისორები მასში მხოლოდ სტრიპტიზის მოცეკვავეს ხედავენ. მოდელმა მამაკაცების ჟურნალ Maxim-ს მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ მხოლოდ სექსუალურ როლებს სთავაზობენ.

"ყოველთვის მიგზავნიან სცენარს, სადაც ან სტრიპტიზის მოცეკვავე ვარ, ან ბარმენი. ჩემთვის მოდელობა ბიზნესია და არა ჰობი. ფოტოსესიაში 20 000 დოლარს მიხდიან და ამდენ თანხას ფეხსაცმელებში ვხარჯავ. ყველაზე მეტად რა მხიბლავს? ფინანსური მხარე, დამოუკიდებლობა. პოპულარობის წყალობით უამრავი ადამიანი გიცნობს, ზოგს მოსწონხარ, ზოგსაც სძულხარ. გულახდილად გეტყვით, რომ ადამიანებს, რომელთაც ვძულვარ, ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ. საერთოდაც, ხალხის აზრი ნაკლებად მაინტერესებს. ყველას ვერ ეყვარები, მთავარია ძლიერი იყო. ჩემსავით ფიქრობს კრიშტიანუ რონალდუც", - განაცხადა ირინამ.

მომზადებულია Maxim-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება